top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სამი რჩევა დიდმარხვისთვის

  • 2 hours ago
  • 1 min read

მამა პაატა ქომოშვილი გვთავაზობს სამ რჩევას დიდმარხვისთვის, რათა ეს 40 დღიანი პერიოდი უფრო ნაყოფიერი იყოს.

 


გასული დღეების სახარებაში მოვისმინეთ მნიშვნელოვანი მოხმობა:  „იყავით სრულყოფილი, ისევე, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ და ეს არის ერთგვარი სწრაფვა სწორედ ამ დიდმარხვის ჟამს.


წმიდა თომა აკვინელი ამბობს: „იმისათვის, რომ ესწრაფო სრულყოფილებას, საჭიროა გსურდეს დააკნინო, უკუაგდო ის, რაც იესო ქრისტემ უკუაგდო და დააკნინა ჯვარზე და გსურდეს ის, რაც იესო ქრისტემ ჯვარზე აღაზევა.

და რა დააკნინა და რა უგულებელყო იესომ?

რა თქმა უნდა, ცოდვა და ბოროტება.

და რა აღაზევა?

მან აღაზევა ყველაზე მთავარი, მისი გამოხატულება –  სიკეთე.


ამიტომ, შესაბამისად, დიდმარხვის ჟამის პერიოდში, გვაქვს სამი კეთილი საქმე: მარხვა, ლოცვა, მოწყალება. ცხადია, ხშირად ვირჩევთ ხოლმე უფრო მარტივს, მაგრამ რა შეგვიძლია მარხვის დროს?


მაგალითად, ეპისკოპოსი პომინო ბელო ამბობს, რომ „გარკვეულ  საკვებზე უარის თქმას სჯობს, რომ შენი საკვები სხვებს გაუზიარო“, ანუ სხვები მოიწვიო საჭმელად. აქ აქცენტი უფრო დადებითზეა, ვიდრე უარყოფითზე.


რაც შეეხება ლოცვას, ჩვენ ასე ვართ მიჩვეული ვართ, რომ ვლოცულობთ ჩვენთვის, ჩვენი ახლობლებისთვის და ა.შ. ანუ გარკვეულწილად ლოცვისას შემოვიფარგლებით ჩვენი კეთილისმყოფლებით. შესაძლოა სხვებისთვისაც ვლოცულობთ, მაგრამ მათთვის ლოცვას პირველ რიგში არ ვაყენებთ. ამიტომ საჭიროა, რომ შევცვალოთ სტრატეგია: პირველ რიგში ვილოცოთ მაწყევრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის, ე.წ. მტრისთვის. პირველ რიგში ვილოცოთ მათთვის, ვინც ჩვენ არ გვიყვარს, ვინც ჩვენი მოძულეა და რამდენადაც გულით ვილოცებთ, უფრო ფასეული იქნება, ვიდრე ისე ლოცვა, როგორც მიჩვეული ვართ. რადგანაც  ქრისტიანობა არის არა უბრალოდ მოყვარულის სიყვარული, არამედ ქრისტიანობა მტრის სიყვარულია.


და მესამე ასპექტი მოწყალება – მოწყალებისას ბევრ სიკეთეს გავცემთ ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავიღოთ არა ის, რაც ბევრი გვაქვს და უბრალოდ მოვიკლოთ, არამედ გავიღოთ ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია. გავიღოთ უანგაროდ, არაფრის მოლოდინით.


და სწორედ ამ შემთხვევაში, ასე შესრულებული კეთილი საქმეები დაგვეხმარება, რომ გავიზარდოთ და უფრო სრულყოფილნი ვიყოთ.


გისურვებთ წარმატებას!


მამა პაატა ქომოშვილი

Comments


bottom of page