top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"საუკეთესო გამარჯვებები მთელს გუნდს ეკუთვნის" – პაპი ფეხბურთელებს


„სპორტი შეიძლება იყოს გზა სიცოცხლის, ზრდასრულობისა და სიწმინდისაკენ“, –ამის შესახებ წმინდა მამამ გენუას საფეხბურთო კლუბ „სამპდორიას“ ფეხბურთელებთან პირად აუციენციაზე განაცხადა.


კლუბი 1946 წელს დაარსდა.


წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისათვის, მიესალმა ყველა ფეხბურთელს და ხაზი გაუსვა სპორტთან დაკავშირებულ ორ ცენტრალურ მომენტს: პირველი მათგანი გუნდური მუშაობაა.


„საუკეთესო გამარჯვებები ეკუთვნის გუნდს. ფეხბურთელს, რომელიც მარტო თამაშობს, ჩვენში უწოდებენ ‘ბურთის მჭამელს’. ეს კი ნიშნავს, რომ სხვებს არც კი აქცევს ყურადღებას. არა. არ შეიძლება. საჭიროა გუნდური თამაში“.


მეორე უმნიშვნელოვანეს ასპექტად პაპმა სპორტისადმი სიყვარული დაასახელა, რომელიც მომდინარეობს მოწოდებიდან: „სხვა ყველაფერი კი მეორე ხარისხოვანია. მთავარია, რომ სპორტი მუდამ დარჩეს სამოყვარულოდ“.


შეხვედრის დასაწყისში რომის ეპისკოპოსი „სამპდორიის“ კუბის პრეზიდენტს მასიმო ფერეროსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის მიესალმა. მათ თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს პაპს ვატიკანში მიღებისათის. ფეხბურთელებმა პაპს სამახსოვროდ წარწერით კლუბის მაისური და კლუბის დროშა გადასცეს.




წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page