top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'საქართველო და კათოლიკური სამყარო' - სამეცნიერო კონფერენცია



დღეს, 2 ივლისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, თემაზე – "საქართველო და კათოლიკური სამყარო".


იგი საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსმა, ჟოზე აველინო ბეტენკურმა გახსნა. შესავალი სიტყვა წარმოთქვეს "საბაუნის" რექტორმა, პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ და საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალურმა ვიკარიუსმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. კონფერენცია ყოველწლიურია და მას ორგანიზებას "საბაუნის" პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი (ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) უწევს.



კოტე აკოფაშვილი


bottom of page