საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პაპსა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
- 1 minute ago
- 1 min read
საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საპარლამენტო დელეგაცია ვატიკანში, პაპ ლეონ XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.

"შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში", – წერია ვებ–გვერდზე.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პაპ ლეონ XIV-სთანაც ჰქონდა აუდიენცია.
"შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ".









Comments