top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საშობაო ფიგურების მნიშვნელობა


2019 წლის სამოციქულო წერილში პაპი ფრანცისკე საუბრობს შობის სცენის მნიშვნელობისადა ღირებულების შესახებ.


მასში დეტალურად არის განხილული, თუ რასიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეული ფიგურას, რომელსაც ყოველწლიურად ვდებთ სცენაზე.



ანგელოზი – წარმოადგენს დამხმარესა და მცველს


ვარსკვლავი – წარმოადგენს რწმენასა და ნათელს, რომელიც მიგვიძღვის ღვთისაკენ.


ნეტარი ქალწული მარიამი – მასში ვხედავთ დედას, რომელსაც თავისი ძე არ სურს მხოლოდ თავისთვის, არამედ ყველას სთხოვს მისდამი მორჩილებასა და მისი სიტყვების აღსრულებას.


წმინდა იოსები – არის მზრუნველი და არასდროს იღლება თავისი ოჯახის დაცვით. იგი სრულად მიენდო ღმერთის ნებას.


ყრმა იესო – ღმერთი წარმოგვიდგა ყრმაში, რომელსაც უნდა ჩავეხუტოთ. იგი სისუსტეებში მალავს თავის ძალას, რომელიც ქმნის და გარდაქმნის.


მოგვები – მოვიდნენ შორიდან, იყვნენ მდიდარი ვარსკვლავთმრიცხველები, რომლებიც მოიჩქაროდნენ, რათამუხლი მოედრიკათ იესოს წინაშე.


ვარსკვლავებით მოჭედილი ცა – იესოს მიაქვს ნათელი იქ, სადაც სიბნელეა და ასხივოსნებს მათ, რომლებიც სიკვდილის ჩრდილში იმყოფებიან.


ხალხი – წარმოადგენს ყოველდღიურ სიწმინდეს, იგი ნიმუშია ჩვეულებრივისა და არაჩვეულებრივი სიკეთეების კეთებისა.


ცხოველები – ყოველი ქმნილება მონაწილეობს მესიის მოსვლის დღესასწაულში.


მწყემსები – ყველაზე თავმდაბლები იყვნენ, რომლებმაც პირველებმა მიიღეს განკაცების მოვლენა.


შოთა გიქოშვილი
bottom of page