top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘საჭიროა ვაქცინაციის საყოველთაო ვალდებულება’ – პაპი

10 იანვარს პაპი ფრანცისკე წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ტრადიციისამებრ, შეხვედრა ახალი წლის მილოცვით დაიწყო. პაპმა ამ შეხვედრა ოჯახური შეხვედრა უწოდა და ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინაციაზე, მიგრანტებისა და ბირთვული შეიარაღების საკითხებზე.




„ამ დღეებმა დაგვანახა, რომ პანდემიასთან ბრძოლა ჯერ კიდევ მოითხოვს ყოველი ჩვენგანის მნიშვნელოვან ძალისხმევას. კორონა ვირუსი კვლავ აგრძელებს სოციალური იზოლაციის შექმნას და მსხვერპლს, ამიტომაც ჩავდოთ მთელი ძალისხმევა, რათა უფრო მეტი ადამიანის იმუნიზაცია მოხდეს“, – განაცხადა პაპმა.


„აღნიშნული კი საჭიროებს მრავალმხრივ ვალდებულებას პირად, პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეებზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა,პირად დონეზე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზნეობრივი ვალია. სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ვახდენთ ძლიერი იდეოლოგიური კონტრასტების მქონე სამყაროსა და მისი ფაქტების კონსტატაციას. ხალხი, არც თუ ისე იშვიათად ვარდება წუთიერ იდეოლოგიაში, რომელიც გაჟღენთილია ახალი ამბებითა და თითქოსდა უტყუარი ფაქტებით. ვაქცინაცია ავადმყოფობის დამარცხების ერთადერთი გზაა“.


წმინდა მამამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთონ ყველაფერი, რათა მსოფლიოს მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს ვაქცინაზე და პირველად აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე. პაპმა განსაკუთრებით მიმართა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო ინსტრუმენტის შექმნაზე პანდემიისათვის მოსამზადებლად და მათზე პასუხების გასაცემად.


პაპი მოუწოდებს გაატარონ უანგაროდ გაცვლის პოლიტიკა. მიიზიდოს ამისკენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ასევე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, რათა სახელმწიფოებმა არ შექმნან ხელოვნური წინააღმდეგობები სადიაგნოზო საშუალებების მისაღებად, წამლებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


პაპმა ასევე გაიხსენა გასულ 2021 წელს შესრულებული სამოციქულო ვიზიტები ერაყში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, კვიპროსსა და საბერძნეთში და გადავიდა მიგრაციული კრიზისის თემაზე, მან მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იღებენ და ზრუნავენ მიგრანტებზე. „მთავარია ევროკავშირი უფრო მოქნილი იყოს მიგრაციული ნაკადების მიმართ, ისეთივე მოქნილი, როგორც პანდემიის დროს იყო“, – აღნიშნა პაპმა.


შეეხო რა წმინდა მამა მრავალმხრივ დიპლომატიას, მან ასევე ხაზი გაუსვა ნდობის კრიზისს. ხშირად მნიშვნელოვანი რეზოლუციები, გადაწყვეტილებები და განცხადებები მტკიცდება ნამდვილი მსჯელობების გარეშე, სადაც ყველა სახელმწიფოს აქვს ხმის უფლება. ასეთი უთანასწორობა ხდება დღეს დრამატულ თვალსაჩინოებად, რაც შობს სიძულვილს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან და ასუსტებს მრავალმხრივ სისტემას თავისთავში და ხდის მას ნაკლებ ეფექტურს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ.


„მრავალმხრივი დიპლომატია უნდა იყოს ინკლუზიური და შეუძლებელია არ ითვალისწინებდეს ცალკეული ერების ისტორიასა და განსხვავებულობას. თუმცა არსებობს საბაზისო ფასეულობები, რომლებიც სცდება ნებისმიერი კონსესუსის ჩარჩოებს, ეს კი უპირველეს ყოვლისა, უფლებები და სიცოცხლეა ჩასახვიდან მის ბუნებრივ დასასრულამდე და ასევე რელიგიური თავისუფლების უფლება“.


მოცემულ სიტუაციაში კრიზისის მოგვარების უმთავრეს გზად წმიდა მამამ დაასახელა დიალოგი და ძმობა. მან ასევე გაიხსენა სირიაში არსებული მდგომარეობის განსაკუთრებულობა. ასევე საყურადღებო მდგომარეობა იემენში, ისრაელსა და პალესტინაში, ლიბანში, ეთიოპიაში, სუდანში, ჩრდილოეთ სუდანში, მაინმარში, უკრაინასა და ჩრდილოეთ კავკასიაში.


პაპმა ბირთვული შეიარაღების შესახებ საუბრისას, კვლავ დაადასტურა წმინდა საყდრის პოზიცია: “ბირთვული შეიარაღება ოცდამეერთე საუკუნეში არის უადგილო და არათანაბარი პასუხი უსაფრთხოების მუქარაზე და სძენს უზნეობას”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page