top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სერფინგის მოყვარულმა მღვდელმა ზვიგენისგან ადამიანის სიცოცხლე იხსნა

თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ გაიგებთ, რომ მღვდელი სერფინგით არის დაკავებული, თუმცა სწორედ სერფერმა მღვდელმა ავსტრალიაში, წყალზე დაფით მოსრიალე ახალგაზრდა, ზვიგენისგან იხსნა.



კათოლიკე მღვდელმა, ლიამ რეიანმა ავსტრალიის ეროვნული ჯილდო – Australian Bravery Award (მამაცი ავსტრალიელი) მიიღო. იგი დაუფიქრებლად გადახტა წყალში და გადაარჩინა სერფერის (ადამიანი, რომელიც წყალზე სპეციალური დაფით სრიალებს) სიცოცხლე. ამ უკანასკნელს თავს დაახლოებით ხუთმეტრიანითეთრი ზვიგენი დაესხა.


მღვდელი ამბობს, რომ ჯილდო მისთვის დიდი პატივია და მისი მიღებისათვის მადლიერებას გრძნობს, თუმცა ადამიანის გადარჩენისას ნამდვილად ინსტინქტით მოქმედებდა.


შემთხვევა 2020 წლის 31 ივლისს მოხდა. 28 წლის სერფერი, ფილ მამერტი, დასავლეთ ავსტრალიაში, “ბანკერ ბაის” სანაპიროდან დაახოლებით 100 მეტრის მოშორებით წყალზე სრიალებდა, როცა შველა დასჭირდა.


ამავე სანაპიროზე იმყოფებოდა მღვდელი, ლიამ რეიანი:


„ვისვენებდი სამხრეთით, ჩემს საუკეთესო მეგობართან ჯეს ვულჰაუსთან და მის ოჯახთან ერთად. გადავწყვიტეთ სწრაფი სერფინგისთვის „ბუნკერ ბეიში“ წავსულიყავით“, – ჰყვება მღვდელი – “ წყალში დიდ ხანს არ გავჩერდით, ნაპირისკენ მოვცურავდით, რათა მეორე ტალღა დაგვეჭირა. ამ დროს, შევნიშნე სერფერის გვერდით მოცურავე ხუთმეტრიანი თეთრი ზვიგენის ზურგის ფარფლი. ზვიგენი თავს დაესხა სერფერს, კბილები ჩაარსო მის დაფას, უკბინა ფეხზე და წყალში ჩააგდო“.




ფილ მამერტმა შეძლო დაზიანებული დაფის ნატეხი ზვიგენისთვის პირში ჩაეტანა, მაგრამ ზვიგენი აგრძელებდა მასზე თავდასხმას და გარშემო უვლიდა.


მღვდელი ლიამ რეიანი, მისი მეგობარი ჯეს ვულჰაუსი და კიდევ ერთი სერფერი, ალექს ოლივერი, დაზარალებული მამაკაცის დასახმარებლად გაემართნენ.


„ფილს ძალიან გაუმართლა, რადგან მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ზვიგენის კბილები ძალიან მცირე მანძილით აცდა მის მთავარ არტერიას. შეიძლება ამას იღბალი ვუწოდოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ღვთის განგებულება,” - ამბობს მამა რეიანი – ”ორი წლის შემდეგ, ჩვენ ყველანი ახლო მეგობრები გავხდით და ერთმანეთს ხშირად ვხვდებით”.


სამივე „მაშველს“ მამაცობის ჯილდო გადაეცა. მათ ასევე მიენიჭათ 2021 წლის Surf Life Saving WA-ს ყოველწლიური სანაპირო მამაცობის ჯილდო.


სერფერი მღვდელი ლიამ რაიანი ავსტრალიაში „წმინდა იოანე ღვთისას სახელობის საავადმყოფოს“ კაპელანია.



წყარო: St John of God Health Care


შოთა გიქოშვილი
bottom of page