top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სომხური წესის კათოლიკეებს ახალი სამოციქულო ადმინისტრატორი ჰყავთ



წმინდა მამამ, სომეხ კათოლიკეთა აღმოსავლეთ ევროპის ორდინარიატის სამოციქულო ადმინისტრატორად მამა მიქაელ ბასალე დანიშნა. იგი დღემდე აშშ-ში, ქალაქ ბელმონტში, წმინდა ჯვრის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი იყო.


მღვდელი მიქაელ ბასალე დაიბადა სირიაში, ალეპოში 1969 წლის 19 იანვარს. 1997 წლის 21 დეკემბერს მღვდლად ეკურთხა და მიეკუთვნებოდა ბზომარის საპატრიარქო სასულიერო დასს. იგი ასევე მსახურობდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სომხური წესის კათოლიკეთა ორდინარიატში.


წყარო: vaticanarm.org



შოთა გიქოშვილი

bottom of page