top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქი გრეგორ პიეტრო XX გარდაიცვალა


86 წლის ასაკში, ლიბანში, დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2015 წელს არჩეული სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქი გაბროიანი გარდაიცვალა. 2016 წლის ივნისში, პაპმა ფრანცისკემ თავისი სამოციქულო ვიზიტის დროს მასთან ერთად, მოილოცა სომხეთში, ქალაქ გვიმრის წმიდა წამებულთა საკათედრო ტაძარი.


25 მაისს, დილით ლიბანში, ქალაქ ბეირუთში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა სომხური წესის კათოლიკეთა კილიკიის პატრიარქი გრეგორ პიეტრო XX გაბროიანი. იგი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ებრძოდა ავადმყოფობას.


გრეგორ პიეტრო XX სომხური წესის კათოლიკეთა წინამძღვრად 2015 წლის 25 ივლისს აირჩიეს, მისი უწმინდესობა, პატრიარქ ნერსეს ბედროს XIX-ის გარდაცვალების შემდეგ.

პატრაირქი გაბროიანი 1934 წლის 14 ნოემბერს სირიაში, ქალაქ ალეპოში დაიბადა. სწავლების პირველი წლები ქალაქ ბზომარში, მონასტერში გაატარა. ბზომარი ბეირუთიდან 36 კილომეტრში მდებარეობს და უკვე 250 წელია მასპინძლობს სომხური წესის კათოლიკე ეკლესიის პატრიარქებს.


ამის შემდგომ გაბროიანი რომში წავიდა და სომხურ პონტიფიკალურ კოლეჯში, ფილოსოფიისა და თელოგიის შესწავლის მერე რომის, გრეგორიანულ პონტიფიკალურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.


1959 წლის 28 მარტს მას მღვდლად ხელი დაასხეს. ხელდასხმიდან ერთი წლის შემდეგ კი ბზომარის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა, ხოლო, 1962 წელს, ლიბანის, მესრობიანის სახელობის ინსტიტუტის რექტორად, სადაც 1969 წალმდე მუშაობდა. 1975 წელს კი დაუბრუნდა სემინარიის რექტორობას.

1976 წელს წმინდა საყდარმა იგი პარიზის წმინდა ჯვრის ეპარქიის, სომხური წესის კათოლკეთა წინამძღვრად დაასახელა, ხოლო 1977 წლის 13 თებერვალს, ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად ლიბანში იმდროინდელი კილიკიის, სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქ, ჰმაიაგ პიეტრო XVII - გან.


2015 წელს არჩეულ იქნა სომხური წესის კათოლიკეთა, კილიკიის მეცხრე პატრიარქად. მისი აღსაყდრების ცერემონია იმავე წლის 9 აგვისტოს ბზომარის საპატრიარქო მონასტერში, ლიბანში გაიმართა. ამავე მონასტრეში, 29 მაისს აღევლინება პანაშვიდის ღვთისმსახურება.


სომხური წესის კათოლიკე ეკლესია პატრიარქალური ეკლესიაა “sui iuris”. იგი 1742 წელს დაარსდა, როგორც სომხეთის ეროვნული ეკლესია. დაამტკიცა პაპმა ბენედიქტე XIV-მ. ეკლესია გავრცელებულია ლიბანის, ირანი, ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, ისრაელის, პალესტინისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სომხურ დიასპორაში. მცირეა მათი რაოდენობა ისტორიულ სამშობლო, სომხეთში. კილიკიის პატრიარქის რეზიდენცია ბეირუთში მდებარეობს.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page