top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში საზეიმო წირვა ქართულ ენაზე აღევლინა

11 თებერვალს, სტამბოლში ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ქართველ კათოლიკეთა ტაძრის დღესასწაულია. სამი მღვდელი და საქართველოს სხვადასხვა სამრევლოს 9 წევრი სპეციალურად ამ დღისთვის სტამბოლს სტუმრობს.


ყოველი წლის 11 თებერვალს, სტამბოლის ქარველ კათოლიკეთა სავანესა და მის კედლებში არსებულ ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს საქართველოდან კათოლიკეები სტუმრობენ და ლოცვითა და წირვით აღნიშნავენ ტაძრის დღესასწაულს.


წელს, ამ ტაძარში სადღესასწაულო წმ. წირვა აღავლინა მამა კონსტანტინე აკოფაშვილმა, თანამწირველები – მამა ბექა ჩილინგარაშვილი და მამა დარიუშ კომადოვსკი.


ლიტურგიის დაწყებამდე მოძღვრებმა და მრევლმა "სავარდი" ილოცეს. ლოცვები და

ლიტურგია ტრადიციულად, ქართულ ენაზე შესრულდა.



ლიტურგიაში, საქართველოდან ჩასულ მორწმუნეებთან ერთად, პავლე ზაზაძეების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. ეს არის ოჯახი, რომელიც უკვე მრავალი წელია სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეს უფრთხილდება, უვლის და იცავს.


ლიტურგიის შემდეგ, ზაზაძეების ოჯახმა საქართველოდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლა და სავანეში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.


სტამბოლის ქართველთა სავანე 1861 წელს, აბატ პეტრე ხარისჭირაშვილის ძალისხმევით აშენდა. წლების მანძილზე იგი არა მხოლოდ რელიგიური საკულტო ნაგებობა, არამედ მნიშველოვანი საგანმანათლებლო და ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა.



Comments


bottom of page