top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულიერი ვარჯიშები წეროვანში - 2023

“მარადჟამს იხარეთ უფალში, და კვლავ გეტყვით: იხარეთ”


17-19 მარტს,კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ წეროვანში სულიერი ვარჯიშები (რეკოლექცია) ჩაატარა.



ტრადიციულად, ყოველ წელს, დიდმარხვაში, ბზობის დღესასწაულამდე კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მრევლისთვის სულიერ ვარჯიშებს, იგივე სულიერ წვრთნებს უძღვება. ეს არის შეხვედრების სამდღიანი პროგრამა, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ უფრო ღრმად გაეცნონ სახარებას, იფიქრონ ღვთის სიტყვაზე, საკუთარ თავში იპოვონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც რწმენასთან დაკავშირებით აქვთ და განახლებული სულიერებით შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.


ამ მხრივ, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. 17–დან 19 მარტის ჩათვლით, წეროვნის მომლოცველთა სახლმა სულიერი ვარჯიშების ოცამდე მონაწილეს უმასპინძლა.


შეხვედრისთვისსხვადასხვა სამრევლოდან, სხვადასხვა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. მთავარი თემა იყო პავლე მოციქულის წერილი ფილიპელთა მიმართ. ეპისკოპოსმა ისაუბრა წერილზე, მის ისტორიაზე, წარმომავლობაზე, ასევემის მნიშვნელობაზე ბიბლიასა და ჩვენს ყოველდღიურობაში.


პირველ საღამოს, მონაწილეებმა ნახესანიმაციური ფილმი პავლე მოციქულის ეპისტოლეების შესახებ, შემდეგ კიფილმი “ბრძოლის ოთახი”, სადაც გადმოცემული იყო ადამიანთა რწმენის, მოთმინების, ერთგულებისა და ბრძოლის არსი.

მეორე დილა ტრადიციულად დილის ლოცვით, ერთობლივი საუზმითადა ეპისტოლეს განხილვით დაიწყო. ორ ჯგუფად დაყოფილ მონაწილეებსსაშუალება ჰქონდათ ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარიმოსაზრება. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზანი სწორედ სულიერი ერთობა იყო მსოფლიო ეკლესიასთან, რომელიც სახარებას ახარებს ყველგან და ყოველთვის.


შეხვედრისას ეპისკოპოსი საუბრობდა ფილიპეს პოლიტიკურ და სულიერ მდგომარეობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პავლე მოციქულისთვის ფილიპეს ეკლესია, რა როლს ასრულდება სახარების გავრცელებაში და რაოდენ დიდი ნდობა ჰქონდა პავლეს ადგილობრივებისადმი. ორივე დღის დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმები და გამოყოფილი იყო გარკვეული დრო მდუმარედ ფიქრისთვის.



კვირას, 19 მარტს, სულიერი ვარჯიშების დასკვნით დღეს, ეპისკოპოსმა წეროვანის მომლოცველთა სახლის სამლოცველოში აღავლინა საკვირაო წმ. წირვა და ქადაგებაში ხაზი გაუსვა იმდღევანდელი სახარების სიუჟეტს – დაბადებიდან უსინათლო ადამიანი იესომ თვალზე ტალახის წასმით განკურნა. ეპისკოპოსმა მიწის, წყლისა და ზეცის კავშირზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ მოქმედებით, ღმერთი განაგრძობს ადამიანის შექმნას, როგორც ეს მოხდა დაბადების წიგნში, როცა ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა.


სულიერი ვარჯიშების დასასრულს, მონაწილეებმა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსადა მომლოცველთა სახლის მმართველს, იოსებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს –ბზის ნერგები, რომლებიც მათ სახლის ეზოში დარგეს, როგორც ნიშანი სიცოცხლისა და სიმწვანის.

დამშვიდობებისას ეპისკოპოსმა ახალგაზრდები ბზობის კვირის წირვაზე, საკათედრო ტაძარში დაპატიჟა და ასევე შეახსენა აპრილის დასაწყისში წეროვნის სახლში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.


შოთა გიქოშვილი

bottom of page