top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ტანჯვას, ტკივილსა და სიკვდილს შეხედეთ იესოს თვალებით – პაპი ფრანცისკე




16 მაისს, პაპი ფრანცისკევატიკანში კამილიელთა ორდენის რეგულარული ბერებს, გენერალური კაპიტულის მონაწილე სნეულთა მსახურთ შეხვდა.


კამილიელთა ორდენის რიგით 59–ე გენერალური კაპიტული იტალიაში 2 მაისს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გრძელდება. შეხვედრის თემაა: “როგორია კამილიანური წინასწარმეტყველება დღეს”?


პაპმა აღნიშნა, რომ ორდენის დამაარსებელმა, წმინდა კამილო დე ლელისმა აღთქმად დაუდო თავის საკრებულოს წევრებს, რომ “მიჰბაძონ იესოს სინაზესა და თანაგრძნობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან სხეულითა და სულით, იცხოვრონ სიყვარულის მცნებით, სიხარულით აუწყონ სახარება და იზრუნონ ყველაზე ჩაგრულ ადამიანებზე”. თანამედროვე ინდივიდუალიზმისა და გულგრილობის ფონზე, კამილიელები მოწოდებულნი არიან ტანჯვას, ტკივილსა და სიკვდილს შეხედონ იესოს თვალებით. ამ გზით შევძლებთ ხორცი შევასხათ კამილიანურ წინასწარმეტყველებას, რომელიც მოგვიხმობს ავიღოთ ტვირთი, ჭრილობები და წუხილი ყველაზე დაუცველი ძმებისა და დებისა.ეს მოითხოვს სულიწმინდისადმი თავმდაბალ ღიაობას, გამბედაობას შეუცნობელ გზებზე მსახურებას, პირად დამოწმებას, სახარებისეული ნეტარების მცნებებისაკენ დაბრუნებას და ასევე ხსოვნას პირველი სიყვარულისა, რომლითაც იესომ დაიპყრო ყოველი ბერის გული“, – აღნიშნა წმინდა მამამ.



პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა კამილელებს, ითანამშრომლონ საერო პირებთან, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან და ხაზგასმით თქვა:


“თუ ჩვენ გვსურს, რომ ხალხს შევთავაზოთ კარგი საველე ჰოსპიტალი, სადაც მიიღებენ დაჭრილებს და იგრძნობენ ისინი იესოს სინაზესა და სიალხოვეს, მაშინ გვერდი არ უნდა ავუაროთ წმინდა კამილო დე ლელისის ქარიზმას. თქვენ მოწოდებულნი ხართ საკუთარი ხელები, ფეხები, გონება და გული მიუძღვნათ ღვთის ამ მადლს, რათა მან განაგრძოს ჩვენს დროში აღასრულოს ღმერთის საქმეები. დაე, უფალმა უხვად აკურთხოს თვენი კაპიტულის შრომა, ხოლო უმანკო ღვთისმშობელი მუდამ მიგიძღოდეთ გზაზე”.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კაპიტულში საქართველოდან მონაწილეობს კამილიელი ბერი, მამა პავლე დილი.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page