top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ტრამპის გეგმა ღაზას შესახებ რეალისტურია’ -  პაპი ლეონ XIV

30 სექტემბერს, პაპმა ლეონ XIV-მ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მედიის წარმომადგენლები პაპს „კასტელ განდოლფოში“, ვილა ბარბერინის შესასვლელთან ელოდებოდნენ.


ree

რომის ეპისკოპოსმა კომენტარი გააკეთა „თეთრი სახლის“ გეგმაზე, რომელიც ღაზაში მშვიდობის დამყარებას ეხება და რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანხმობით წარმოადგინა:


„ვიმედოვნებთ, რომ გეგმა მიღებული იქნება. ჯერჯერობით ეს რეალისტურ წინადადებას ჰგავს“.


პაპმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობას და დაამატა: „ამ გეგმაში საკმაოდ საინტერესო ელემენტია ეს ორი ხაზი. ვიმედოვნებთ, რომ ჰამასი აღნიშნულ წინადადებებს დადგენილ ვადაში მიიღებს“.


ფლოტილიის შესახებ, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთით მიემართება ღაზაში და რომლის ირგვლივაც კვლავ არსებობს დაძაბულობა, პაპმა განაცხადა: „შესამჩნევია სურვილი, რომ რეალურ ჰუმანიტარულ ტვირთს გამოეხმაურონ“. მან იმედი გამოთქვა, რომ „ძალადობას არ ექნება ადგილი და ადამიანთა ღირსება დაცული იქნება“.

შემდეგ კითხვა შეეხო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიერ მოწვეულ შეხვედრას, სადაც ყველა გენერალი მონაწილეობდა და საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებას, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასაც ეხებოდა. პაპის თქმით, „ასეთი სახის რიტორიკა შეშფოთებას იწვევს“ და ყოველ ჯერზე აჩვენებს, თუ როგორ იზრდება დაძაბულობა.


რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სამინისტრო დაარქვას „ომის სამინისტრო“, ლეონ XIV-მ განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ მეტაფორული გამოხატულებაა“, თუმცა ეს, უდავოდ, მმართველობის იმ სტილს ასახავს, რომელიც „ძალას იყენებს ზეწოლის მოსახდენად“.


„ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგს გამოიღებს, თუმცა ომი არ იქნება. აუცილებელია მუშაობა მშვიდობის სასიკეთოდ“.


ლეონ XIV-ს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სენატორ-დემოკრატი დიკ დერბინის (რომელიც მხარს უჭერს აბორტის თემას) დაჯილდოების შესახებ კარდინალ ბლეიზ კუპიჩის, ჩიკაგოს არქიეპისკოპოსის მიერ. წმიდა მამამ უპასუხა: „მე არ ვფლობ დეტალებს კონკრეტულ გარემოებებსზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სენატორის მთელი საქმიანობა, თუ არ ვცდები, 40 წელია მუშაობს აშშ-ის სენატში“.


პაპის სიტყვებით, სირთულეები და დაძაბულობა გასაგებია, თუმცა „მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მრავალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ეკლესიის სწავლებასთან“. როცა ამბობენ, „მე აბორტების წინააღმდეგი ვარ“, მაგრამ ამავე დროს „მხარს ვუჭერ სიკვდილით დასჯას“ – სინამდვილეში არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეს იცავენ, ისევე როგორც  სიცოცხლის დაცვას არ ნიშნავს, თუ „ვეთანხმებით არაადამიანურ მოპყრობას მიგრანტების მიმართ შეერთებულ შტატებში“.     

შოთა გიქოშვილი

    

Comments


bottom of page