top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ტრანსფორმერების' მსახიობი შაია ლაბეფი ახალ ფილმში პადრე პიოს განასახიერებს


ფოტო – New York Post

მსახიობი შაია ლაბეფი ჰოლივუდურ ფილმში მთავარ როლს ითამაშებს და მე –20 საუკუნის იტალიელ მღვდელს, სტიგმატისტსა და მისტიკოსს, წმინდა პადრე პიოს განასახიერებს. ფილმი ახალგაზრდა პიოს ცხოვრების შესახებ იქნება. მისი რეჟისორი აბელ ფერარაა.


„ვიღებთ ფილმს პადრე პიოს შესახებ - ის არის ბერი აპულიიდან. მოქმედება ხდება იტალიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. პადრე პიო ახლა წმინდანია, მას სტიგმატები (ჭრილობები ან ნაკვალევი სხეულზე) ჰქონდა და ცხოვრობდა მსოფლიო ისტორიის ძალიან მძიმე პოლიტიკური პერიოდში. სანამ წმინდანი გახდებოდა ის ძალიან ახალგაზრდა იყო, ამიტომ შაია ლაბეფი მის როლს შეასრულებს”, – ამბობს ფერარა.


მსახიობი შაია ლაბეფი ცნობილია ფილმებიდან: „ტრანსფორმერები“ და „ინდიანა ჯონსი“, ასევე დისნეის მრავალი სატელევიზიო შოუდან.


35 წლის მსახიობი ამბობს, რომ 2014 წელს ფილმ Fury–ის გადაღების დროს, მან იუდაიზმი მიატოვა და ქრისტიანი გახდა.


”მე აღმოვაჩინე, რომ ღმერთიც ბრაზდება. გავხდი ქრისტიანი და დავდექი ჭეშმარიტ გზაზე. შემეძლო მხოლოდ იმ ლოცვების თქმა, რომლებიც დაბეჭდილი იყო, მაგრამ ეს იყო რეალური რამ, რამაც გადამარჩინა”.


„ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ბოლო ვიდეოში ამერიკელი მსახიობი შაია ლაბაფი, კაპუცინ ბერებთან ერთად არის და ფილმზე საუბრობს.


"მე, აბელ ფერარა და უილიამ დაფო, ვიღებთ ფილმს სახელწოდებით "პადრე პიო", ეს არის ფილმი წმინდა პადრე პიოზე და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მის ზუსტ აღწერასთან, თუ რას ნიშნავს იყო ბერი. ვცდილობთ შეძლებისდაგვარად, დავუახლოვდეთ იმ ადამიანურ, ხელშესახებ და შესამჩნევ ურთიერთობებს, რაც ამ კაცს ჰქონდა ქრისტესთან", - თქვა მან 13 აგვისტოს, კაპუცინი ძმის ფრაი ჰაი ჰოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.


ამ დრომდე, შაია ლაბაფს სამსახიობო კარიერა შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან 2020 წელს მას ყოფილმა შეყვარებულმა ტალია დებრეტ ბარნეტმა, იგივე FKA twigs–მა სასამართლოში უჩივლა. მომღერალმა იგი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა და „მაკონტროლებელი და ეჭვიანი“ უწოდა. ლაბაფი ამას უარყოფდა, თუმცა აღიარა, რომ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი თერაპიასა და სიბრაზის მართვის გაკვეთლებს გადიოდა, ასევე ატარებდა SoberLink მოწყობილობას და დათანხმდა ალკოჰოლის ტესტის შემთხვევითობის პრინციპით ჩაბარებას.


რეჟისორი ფერარა იმედოვნებს, რომ პადრე პიოს როლი მსახიობს კარიერის "დაბრუნებაში" დაეხმარება.


მისივე თქმით, "ყველაფერი მზად არის" და გადაღებები აპულიაში ოქტომბერში დაიწყება. ფერარა მიიჩნევს, რომ ეს მისი "უფრო მნიშვნელოვანი" პროექტია, ვიდრე სხვა ბოლოდროინდელი ფილმები.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page