top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უდის ტაძარში რემონტი ჩატარდა

სოფელ უდეში, წმ. იოსებ მშრომელის სახელობის ტაძარში მცირე რემონტი ჩატარდა.



ქართველი და პოლონელი მოხალისეების დახმარებითა და შემოწირულებებით, შეიღება ტაძრის კედლები, შიდა კიბე. უცვლელად დარჩა ტაძრის მთავარი მოხატულობა – წმინდა ოჯახი: იოსებ მშრომელი, დამხმარე, პატარა იესო და ღვთისმშობელი მარიამი.


ფონდ "Pro Spe"–ს მოხალისეების დახმარებით, დაიწყო სამუშაობი ეზოში არსებულიგარე კიბეების შესაკეთებლად, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო. მას საბოლოოდ გაზაფხულზე კვლავ პოლონელი მოხალისეები დაასრულებენ.


როგორც ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრეი გრაჩიკი ამბობს, უახლოეს მომავალში ეკლესიაში გათბობის პრობლემა მოგვარდება და ეზოს მოწესრიგებაზე იზრუნებენ. კერძოდ, საჭიროა ტაძრის ირგვლივ არსებული ღობის შეცვლა და მოაჯირების შეღებვა.


მამა ანდრეი გრაჩიკი იმედოვნებს, რომ ამისათვის მოხალისეები კვლავ გამოჩნდებიან.

catholic.ge გთავაზობთ მცირე ვიდეოს:



თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page