top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინაში არსებული სიტუაციისთვის პაპმა ლოცვა აღავლინა




13 თებერვალს, პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან, ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში განვითარებული მდგომარეობის გამო და შეკრებილებს დუმილში ლოცვისაკენ მოუწოდა.


მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, პაპმა ფრანცისკემ განაახლა ლოცვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისთვის.


კვირას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას პაპმა განაცხადა, რომ უკრაინიდან გამოსული ამბები "ძალიან შემაშფოთებელია".


მან ვითარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობას მიანდო და პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა, ძალ-ღონე არ დაიშურონ მშვიდობისათვის.


შემდეგ კი პაპმა ყველას მოუწოდა, ერთი წუთის განმავლობაში დუმილში ელოცათ, რათა მშვიდობა ყოფილიყო.


“ამბები, რომლებიც უკრაინიდან გვესმის, ღრმა შეშფოთებას იწვევს. უკრაინასა და პოლიტიკურ ლიდერთა სინდისს მივანდობ უწმინდესი ქალწული მარიამის შუამდგომლობას, რათა მათ ყველა ღონე იხმარონ მშვიდობიანი შეთანხების მისაღწევად. ვილოცოთ დუმილში”, – წარმოთქვა „ანგელუსის“ ლოცვისას პაპმა ფრანცისკემ.


catholic.ge



bottom of page