top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინელი ბავშვი ჯვრის წინ ლოცულობს



ლოცვა ძლიერი დაცვაა – ამის შესახებ ბავშვმა სამაგალითო გაკვეთილი გვიჩვენა. ამ პატარა ბიჭუნასთან ერთად, შევთხოვოთ ღმერთს ომის დასრულება.


ბავშვები არ იბრძვიან ომის წინა ხაზზე, არც ტანკებს მართავენ. ისინი მშობლებმა დამალეს სამალავებში ან გააყოლეს მატარებლებს, რომლებმაც უცხო ქვეყნებში წაიყვანეს.


ამჯერად, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი ჯვრის წინაშე გალობს.

ვიდეოს ავტორი – Sachin Jose


ღმერთმა შეისმინა ეს სულისშემძვრელი ლოცვა!

გიგალობ უფალო ცოცხლებისა და მკვდრებისთვის,

ალელუია, ალელუია, ალელუია.

შეგთხოვ უფალო, დაგვიცავი ჩვენ და უკრაინა,

ვეუბნები უფალს: მიყვარხარ!


პატარა ბიჭუნა, სავარაუდოდ, ბერძნულ–კათოლიკური წესის ქრისტიანია, მან საგალობლის შესრულების შემდეგ, პირჯვარი გამოისახა მარჯვნიდან მარცხნივ. ვიდეო გადაღებულია ლვოვში, 22 მარტს, რუსეთის ინვაზიიდან დაახლოებით ერთ თვეში.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი
bottom of page