top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უნგრეთში პაპს ელოდებიან


„დიდი სიხარულით მივიღეთ წმინდა მამის განცხადება, მან გადაწყვიტა ბუდაპეშტში ჩასვლა მსოფლიო 25–ე ევქარიტიული კონგრესის დასასრულს, წმინდა წირვაზე. რასაც უგრეთის საეპისკოპოსო დასიც ადასტურებს.

ერაყიდან რომში დაბრუნებისას, თვითმფრინავში პაპმა ჟურნალისტებს თავისი გადაწყვეტილება გააცნო. მან განაცხადა, რომ შემდეგი სამოციქულო ვიზიტი უნგრეთში ექნება და გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ ბრატისლავაში (სლოვაკეთი) ჩავიდეს. ბუდაპეშტიდან ბრატისლავამდე 2 საათის სავალია ავტომობილით.


5-12 სექტემბერს, ბუდაპეშტში საერთაშორისო ევქარისტიული კონგრესი ჩატარდება, რომელიც გასულ წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო პაპმა მისი ერთი წლით გადატანა გადაწყვიტა.


ევქარისტიულ კონგრესის მიზანია განამტკიცოს კათოლიკეების რწმენა, ახალი ევანგელიზაციის მეშვეობით ქრისტიანული საკრებულოს ცნობიერება აამაღლოს, ქრისტესთან ერთობის გაღრმავებით, ქრისტიანთა ერთობა და დიალოგი შეიმუშაოს.


„წმინდა მამის გულღიაობა იქნება ჩვენთვის და კონგრესის ყველა მონაწილისათვის დიდი მხარდაჭერა და სულიერად განტკიცების საშუალება“, - წერენ უნგრელი ეპისკოპოსები.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page