top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘უნდა დავლოცოთ პიროვნებები და არა მათი კავშირი’ - პაპი ფრანცისკე

26 იანვარს, „რწმენის სწავლების დეპარტამენტის“ წარმომადგენლებთან აუდიენციაზე პაპმა ფრანცისკემ ეკლესიაში რეფორმის ძირითად ნაბიჯებზე ისაუბრა და შეეხო ბოლო დროს მიღებულ დეკლარაციასაც, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების დალოცვაზე იყო საუბარი.


რომის კურიის პლენარული ასამბლეაზე გამოსვლისას პაპმა ფრანცისკემ განიხილა საიდუმლოებები, ადამიანური ღირსებისა, ევანგელიზაციის საკითხები. მიმართვის დასასრულს, პაპმა ისაუბრა Fiducia Supplicans-ის ბოლო დეკლარაციაზე, სასულიერო პირთაგან საეკლესიო დალოცვის შესახებ.

 

“პასტორალური და სპონტანური დალოცვების მიზანია ყველა ადამიანის ქმედებით ვაჩვენოთ უფლის სიახლოვე, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში არიან და ითხოვენ დახმარებას, რათა განაგრძონ (ზოგ შემთხვევაში კი, თავიდან დაიწყონ) რწმენის გზა“.

 

ამასთან დაკავშირებით პაპმა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება:


„პირველ რიგში, აღნიშნულ დალოცვებს, არანაირად არ აქვს კავშირი ლიტურგიული ხასიათის კონტექსტთან და მათ მისაღებად მორალური სრულყოფილება საჭირო არ არის; მეორე კი ისაა, რომ როცა წყვილი სპონტანურად მიეახლება მღვდელმსახურს და სთხოვს დალოცვას, ამ დროს, მღვდელი არ ლოცავს მათ კავშირს, არამედ ლოცავს ამ ადამიანებს“, – აღნიშნა პაპმა ხაზგასმით და დაამატა:

 

”არა კავშირი, არამედ ადამიანები. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს ყველაზე შესაფერისი გზებით, გასათვალისწინებელია კონტექსტი, სენსიტიურობა, ადგილი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ“... – აღნიშნა პაპმა.

 

შეხვედრის მთავარი თემა ეკლესიაში რეფორმის საკითხები იყო.  სამოციქულო კონსტიტუციის Praedicate Evangelium - ის თანახმად, რწმენის სწავლების დეპარტამენტს დაევალა: ხელი შეუწყოს პაპსა და ეპისკოპოსებს მთელს მსოფლიოში ევანგელიზაციის პროცესში; ასევე დაიცვას კათოლიკური დოქტრინა რწმენისა და მორალის ნაწილში.

 

“რწმენის სწავლების დეპარტამენტი შრომობს “რწმენის შეგნების” კუთხით იმ ეპოქის ცვლილების ფონზე, რომელიც ჩვენს დროს ახასიათებს”.

 

ამ მისიის გასაგებად პაპმა სამი ძირითადი კონცეფცია წარადგინა: საიდუმლოებები, ღირსება და რწმენა. „რწმენის სწავლების დეპარტამენტი“ მოწოდებულია გადასცეს საიდუმლოებების სიყვარული და მათი ძალა; ღირსებასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს ადამიანის პიროვნების პირველობის არსი და დავიცვათ მისი ღირსება ნებისმიერ ვითარებაში“, - გაიმეორე პაპმა ციტატა უკანასკნელი სამოციქულო გზავნილიდან Laudate Deum. გარდა ამისა, მან ახსენა დოკუმენტი, რომელსაც მისივე ცნობით „რწმენის სწავლების დეპარტამენტი“ ამზადებს.

 

წმინდა მამის სურვილია, რომ ეს დოკუმენტი დაეხმაროს და ახლოს იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც არ ახდენენ საკუთარ თავზე ფოკუსირებას, იბრძვიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და იხდიან მძიმე საფასურს იმ ადამიანების ღირსების დასაცავად, რომლებსაც „ხმის უფლება“ არ გააჩნიათ.

 

„რწმენის სწავლების დეპარტამენტის მსახურების მესამე ძირითადი კონცეფცია არის რწმენა. დადგა დრო, ახალი გზებითა და დიდი ვნებით ვიფიქროთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რწმენის გამოცხადება და გადაცემა თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის“, - აღნიშნა პაპმა.


 წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 


bottom of page