top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უპოვართა VII მსოფლიო დღე - ‘პირს ნუ იბრუნებთ უპოვართაგან’

დღეს, 19 ნოემბერს, კათოლიკე ეკლესია უპოვართა VII მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ წლის დევიზია: „პირს ნუ იბრუნებთ უპოვართაგან“ (ტობ. 4,7).

„როცა ღარიბების წინაშე ვდგავართ, შეუძლებელია ზურგი შევაქციოთ მათ, ვინაიდან, ამით შეუძლებელს გავხდით პირისპირ შევხვდეთ უფალ იესოს. კანის ფერის, ფენის, წარმომავლობისა და სხვა ნიშნების მიუხედავად, ყველანი ძმები ვართ და ნამდვილი ძმა, რომელიც გვერდში დამიდგება სწორედ სიღარიბეში შეიცნობა”, - თქვა პაპ ფრანცისკემ ეპისტოლეში.


წმინდა მამის აზრით, ვირტუალურ სინამდვილეში ღარიბები არიან მხოლოდ სახეები, რომლებიც სხვა ადამიანებში იწვევენ დროებით ემოციებს, „ხოლო როცა მათ ქუჩაში ვხვდებით, მაშინვე უგულებელვყოფთ და ვჩაგრავთ. მეორე ადამიანზე ზრუნვა პოპულარული აღარ არის. არადა, ქველმოქმედებისთვის გაცემული თანხა დიდსულოვნების ნიშანია. ეს არის ყოველი ქრისტიანის მოწოდება“, - აღნიშნა პაპმა.


მისივე თქმით, მხოლოდ მიესალმო ღარიბებს ესსაკმარისი არ არის. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ შევხვდეთ ყველა ღარიბ ადამიანს და მოვიშოროთ გულგრილობისა და ლოზუნგების ენა ყველა სახის სიღარიბისადმი, რომლითაც ჩვენ მოჩვენებით ვიცავთ მათ კეთილდღეობას. დღევანდელი რეალობა ვეღარ იქცევს ღარიბების ყურადღებას, ვინაიდან მდიდრების ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღალია, რითაც იხშობა ღარიბების ხმა”, - ამბობს წმინდა მამა.


პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა მუშახელისადმი არაადამიანურ მოპყრობაზე და გაიხსენა წმინდა იოანე პავლე II - ის სიტყვები ენციკლიკიდან: “Laborem Exercens”. "შრომის ღირებულების პირველი საფუძველი თავად ადამიანია" და "უპირველეს ყოვლისა, შრომა არის ადამიანისთვის და არა ადამიანი სამუშაოსთვის”.


“ღარიბებისადმი ზრუნვა ნაჩქარევი მოწყალების გაცემით არ მთავრდება, ეს მოითხოვს სწორი ინტერპერსონალური ურთიერთობების აღდგენას, რომელიც სიღარიბემ გაანადგურა. გაზიარება უნდა პასუხობდეს სხვის კონკრეტულ მოთხოვნილებებს და არა მოჭარბებულის არასაჭირო გაცემას”.


მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღარიბებსა და გაჭირვებულებს ეხმარება. “ისინი უბრალოდ რაღაცას არ აძლევენ: უსმენენ, ესაუბრებიან, ცდილობენ გაიგონ სიტუაცია და მისი მიზეზები, რათა მისცენ სათანადო რჩევა და სწორი მითითებები. ისინი ყურადღებას აქცევენ მატერიალურ მოთხოვნილებებს, მაგრამ ასევე სულიერ მოთხოვნილებებს, პიროვნების განუყოფელ ინტეგრაციას“, - წერს პაპი.


შეგახსენებთ, რომ უპოვართა მსოფლიო დღე პაპმა ფრანცისკემ 2016 წელს დაადგინა, იგი ყოველ წელს, რიგითი ჟამის 33–ეკვირა დღეს აღინიშნება და 13-19 ნოემბრის პერიოდს ემთხვევა.


წყარო: misyjne.pl


შოთა გიქოშვილი

bottom of page