top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უპოვართა მსოფლიო დღე 15 ნოემბერს აღინიშნება

3 minutes ago
1 min read

15 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიაში უპოვართა დღე აღინიშნება. 22 ნოემბერს კი, ტრადიციისამებრ, პაპი ლეონ XIV სოციალურად დაუცველ 1300 ადამიანთან ერთად, პავლე VI-ის დარბაზში ისადილებს.



უპოვართა X მსოფლიო დღის დევიზი პაპმა ლეონ XIV-მ შეარჩია: „უფალი არის უპოვრის თავშესაფარი“ ფს 14. რადგანაც პაპი ლათინურ ამერიკაში სამოციქულო მოგზაურობაშია, ევქარისტიას აღავლენს საქველმოქმედო მსახურების დიკასტერიის პრეფექტი, მთავარეპისკოპოსი ლუის მარინ დე სან მარტინი, რომელიც მსახურებას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, 10:00 საათზე წარუძღვება.


22 ნოემბერს პაპი ისადილებს უპოვრებთან ერთად


კვირას, 22 ნოემბერს, ლათინურ ამერიკაში სამოციქულო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, პაპი ლეონ XIV ტრადიციისამებრ, პავლე VI-ის დადბაზში 1 300 უპოვართან ერთად ისადილებს. საქველმოქმედო მსახურების დიკასტერიის მიერ ორგანიზებული სადილი იტალიის "წითელ ჯვართან" თანამშრომლობით გაიმართება, ხოლო განწყობაზე იზრუნებს ეროვნული სასულე ორკესტრი (Fanfara); ნაყინს გააკეთებს „Guttilla“, ხოლო სადილის დასასრულს თითოეული სტუმარი „Procter & Gamble“-ისგან პირადი ჰიგიენის ნაკრებს მიიღებს.


დიკასტერიების ინიციატივები სოციალირად დაუცველი ადამიანებისთვის


ისევე როგორც ყოველწლიურად, სახარების გავრცელების დიკასტერია და საქველმოქმედო მსახურების დიკასტერია ერთობლივი ინიციატივებით თანამშრომლობენ, რათა უპოვართა საჭიროებებს უპასუხონ. სახარების გავრცელების დიკასტერია, რომელსაც საქველმოქმედო საქმეებში კომპანია „Unipol“ უჭერს მხარს, ვალდებულებას იღებს, რომ ყველაზე ღარიბ ოჯახებს კომუნალური გადასახადების გადახდაში დაეხმაროს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.


15 ნოემბრის წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, საქველმოქმედო მსახურების დიკასტერია, "იტალიის წითელი ჯვრისა" და ვატიკანის ათლეტიკის („Athletica Vaticana“) დახმარებით, გაჭირვებულებს 1 500 სასურსათო პაკეტს დაურიგებს.


წმინდა პეტრეს მოედნის ამბულატორიების გახანგრძლივებული სამუშაო საათები


მთელი კვირის განმავლობაში გახანგრძლივდება წმინდა პეტრეს მოედნის ამბულატორიების: „მოწყალების დედისა“ და „წმინდა მარტინის“ სამუშაო საათები, რომლებიც ყოველდღიურად უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ უპოვრებს.


ყოველ დღე, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესაძლებელი იქნება ზოგადი მედიცინის, სპეციალიზებული და სტომატოლოგიური კონსულტაციების, ონკოლოგიური სკრინინგის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და სისხლის ანალიზების ჩატარება.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page