top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უჩვეულო წმინდა წირვა მწვერვალ კილიმანჯაროზე



კილიმანჯარო აფრიკაში ყველაზე მაღალი მწვერვალია. მისი სახელის ზუსტი მნიშვნელობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა ერთ–ერთი ვერსიით, სუაჰილის ენაზე იგი მცირე გორაკს ნიშნავს.


კილიმანჯაროუზარმაზარი სტრატოვუკლანია, რომელიც ამჟამად აქტიური არ არის. ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი გეოგრაფიული მცირე მონახაზი იქნებოდა, სადაც არაფერი უჩვეულო არ იქნებოდა, რომ არა ერთი დომინიკელი ბერი, რომელმაც მწვერვალის 5 895 მეტრის სიმაღლეზე აღავლინა წმინდა წირვა.


“გამომივიდა, არა მხოლოდ ავედი კილიმანჯაროზე, არამედ წმინდა წირვაც კი აღვავლინე იქ ქრისტე მეფისთვის. ვილოცე ჩემი ძმებისათვის დომინიკელებისათვის. წმინდა სავარდის სახელობის სამრევლოსათვის, რომელიც ჩემი სამრევლოა”.


იმისათვის, რომ დომინიკელ ბერს, მამა ლოუს წმინდა წირვა აღევლინა მწვერვალზე, საკუთარი ზურგით ატარა არც თუ ისე მსუბუქი საკურთხეველი, რომელიც 7 კილოგრამს იწონის. გარდა საკურთხევლისა, მან ზურგით წაიღო ლიტურგიული შესამოსელი ორნატი, კონდაკი და სხვა აუცილებელი ნივთები. ასეთი მძიმე ტვირთით გაიარა ურთულესი გზა სიცივეში, ქარსა და თოვლში.



შოთა გიქოშვილი

bottom of page