top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ქალები კვლავ არიან ძალადობის, უსამართლობის, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი’ – პაპი

“ეკლესია არის - გოგონა, ქალი, პატარძალი, დედა. მაშ, ვის შეუძლია მისი უკეთ წარმოჩენა თუ არა ქალს?” – ეს სიტყვები პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სახელწოდებით – “ქალები ეკლესიაში, კაცობრიობის ოსტატები”.

 


აუდიტორიასთან საუბრისას პაპმა ჩამოთვალა ის ქალები, რომელთა მოწმობაც სიმპოზიუმის შთაგონების წყარო გახდა: ჯუზეპინა ბახიტა, მადლენი იესოსი, ელისაბედ ენ სეტონი, მარია მაკკილოპი, ლაურა მონტოია, კატერი ტეკაკვიტა, ტერეზა კალკუტელი, რაფკა პირეა ჰობოკ არ-რაიესი, მარია ბელტრამე კვატტროკკი და დაფროუზ მუკასანგა.

 

„ყველა მათგანმა, სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში თავისი დამახასიათებელი და მრავალფეროვანი სტილით, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და ლოცვითი ძალისხმევით დაამტკიცა, რომ „ქალის გენიას“ ცალსახად შეუძლია ასახოს ღვთაებრივი სიწმინდე სამყაროში“, – აღნიშნა პაპმა და დაამატა, რომ ეს წმინდანები ცხოვრობდნენ ზუსტად იმ ეპოქაში, როდესაც ქალები საზოგადოებრივი და საეკლესიო ცხოვრებიდან ყველაზე მეტად გარიყულნი იყვნენ.

 

პაპმა ორ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება: „პირველი – უნარი გაერთიანებისათვის. ჩვენ, სიძულვილით განმსჭვალულ დროში ქალის წვლილი უცვლელია, როგორც არასდროს, რადგანაც ქალს შეუძლია გააერთიანოს. როგორც წმინდა ტერეზა ყრმა იესოსი იტყოდა, ქალი ფლობს შეგნებასა და გულს, რომელსაც უყვარს და აერთიანებს.

 

მეორე ასპექტი პედაგოგიურია - ქალის სიწმინდის მოწმობა შეთავაზებული უნდა იყოს უნივერსიტეტებში სტუდენტებისათვის, ეკლესიის სოციალური დოქტრინის შესწავლასთან ერთად. ეს მოწმობა აღძრავს ჩვენში შეხედულებას, ოცნებებისა და აზროვნების ჰორიზონტის გაფართოებას და უმაღლესი იდეალისაკენ სწრაფვას“.

 

პაპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქალები კვლავ განიცდიან ძალადობას, ხდებიან უთანასწორობის, უსამართლობისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი – „ეს ყველაზე შემაძრწუნებელია იმ წრეებისგან, რომლებიც აღიარებენ რომ სწამთ ქალისგან შობილი უფალი. დისკრიმინაციის კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა - განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონა. განათლებული ქალი, ხშირ შემთხვევაში, საფრთხედ არის აღქმული. თუმცა საზოგადოება უმჯობესდება სწორედ გოგონებისა და ქალების განათლების მეშვეობით“, – აღნიშნა პაპმა.

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page