top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტეს პოვნა გულში სიმშვიდეს ნიშნავს - პაპი ფრანცისკე


5 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკიდან წმიდა მამამ მათეს სახარების ნაწყვეტი (მათ.28,1-15) განმარტა, რომელიც საპასექო კვირის მაუწყებელია.


„უფლის ანგელოზი, ზეციდან ჩამოსული, სთხოვს მირონის მატარებელს არ შეეშინდეს. მისი სიტყვებიდან ჩვენ შეგვიძლია ძვირფასი გაკვეთილი მივიღოთ. დაუღალავად უნდა ვეძებოთ აღმდგარი ქრისტე, რომელიც უხვად აძლევს სიცოცხლეს მათ, რომლებსაც ვხვდებით ჩვენ. „ქრისტეს პოვნა- ნიშნავს გულში სიმშვიდის მოპოვებას“. მორწმუნეები მოწოდებულნი არიან მიიღონ აღდგომის უწყება გულებში, ოჯახებსა და სახლებში. აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილს უკვე აღარ აქვს ხელმწიფება მასზე. ამ საპასექო ჟამს“,– აღნიშნა პაპმა – და დაამატა „კარგი იქნებ ხშირად გავიმეოროთ რომ „უფალი ცოცხლაია“.


„უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი ანგრევს სიკვიდლისა და ბოროტების ხილულ ბეჭედს ანუ მძიმე ქვას, რომლითაც დაბეჭდილი იყო სიცოცხლის უფლის სამარხი. იესოს მდევნელთა და მტრების გეგმები ჩაიშალა. სამარხის თავზე ჩამომჯდარი ანგელოზი განასახიერებს უფლის სრულ გამარჯვებას ბოროტებაზე, ქრისტეს გამარჯვებას ამა სოფლის მმართველებზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას. ცარიელი სამარხი ხალხში იწვევს საწინააღმდეგო რეაქციას“ – აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ – „ქალებს, რომლებსაც ადრე ეშინოდათ, აღდგომის ძალა აღავსებს მათ დიდი სიხარულით, მაგრამ ბოროტის მსახურ მცველებს ძირს აგდებს და ასახლებს მათში შიშის. მცველებმა იცოდნენ სიმართლე, მაგრამ გადაწყვიტეს დაემალათ ის, ვინაიდან მოისყიდეს ისინი. გაყიდეს რა ჭეშმარიტება ფულის სანაცვლოდ, ისინი ამბობდნენ, რომ გვამი მისმა (იესოს)მოწაფეებმა მოიპარეს. ფულის კერპი დღესაც იძენს თავის ძალას, რათა უარყოს აღმდგარი უფლის გამარჯვება“, - აღნიშნა წმიდა მამამ.


თუმცაღა ქრისტემ უპირობოდ გიმარჯვა სიკვდილზე და წაართვა მას ძალაუფლება. სწორედ ამის რწმენა გვაძლევს ლოცვის ძალას: „იხარე დედუფალო ზეცათაო“(Regina Coeli laetare).


„ახლა ქალწული მარიამის სიხარულმა შეიძინა სისრულე. იესო ცოცხალია, სიყვარულმა გაიმარჯვა. დაე, ეს ჩვენთვისაც იქცეს სიხარულად“! - აღნიშნა პაპმა.




თარგმანი – შოთა გიქოშვილი


bottom of page