top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღაზას მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საკვებს საერთოდ ვერ იღებს' – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი ღაზაში შიმშილის საგანგებო მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყნების ვალდებულებაა დაუყოვნებლივ იმოქმედონ მოსახლეობის, მათ შორის 320,000 ბავშვის გადასარჩენად — სანამ ძალიან გვიანი არ არის.


ree

გაეროს უახლესი მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საკვებს საერთოდ ვერ იღებს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ნახევრად მშიერია, მოსახლეობის სხვა დანარჩენი ნაწილი კი შიმშილის საგანგაშო მდგმარეობის წინაშე დგას.


გაეროს სააგენტოები, რომლებიც მოსახლეობას სასწრაფო სასურსათო საშუალებებით ეხმარებიან, ასევე ჩვილებისა და ბავშვებისთვის სავებსა და მედიკამენტებს აწვდიან – საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ დაუყოვნებელი ქმედებებისკენ, რადგან შიმშილობა სწრაფად ვრცელდება.


მათი თქმით, თუ ახლავე არ დაიწყება სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული რეაგირება, ძალიან მალე ღაზაში ათასობით ადამიანი დაიღუპება, რადგან დასახლებებში ხუთ პროცენტზე ნაკლები საკვები პროდუქტი შედის, ვიდრე მასობრივი შიმშილის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.


„ღაზა ახლა სრული შიმშილის ზღვარზეა. ადამიანები შიმშილობენ არა იმიტომ, რომ საკვები არ არის, არამედ იმიტომ, რომ მასზე ხელმისაწვდმობაა დაბლოკილი. ადგილობრივი აგროსასურსათო სისტემა ჩამოიშალა და ოჯახებს აღარ შეუძლიათ ყველაზე ელემენტარული საარსებო წყაროების შენარჩუნება,“ – ამბობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, ქუ დონგიუ (QU Dongyu).


მისივე თქმით, აუცილებელია „მდგრადი და უსაფრთხო ჰუმანიტარული წვდომა და ადგილობრივი საკვების წარმოებისა და საარსებო წყაროების დაუყოვნებელი აღდგენა“ — რაც ერთადერთ გზად მიაჩნია სიცოცხლის გადასარჩენად.


„საკვების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა,“ – აღნიშნა მან.


წყარო: www.vaticannews.va


თაკო ფეიქრიშვილი




Comments


bottom of page