top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღაზას სექტორში ტაძრის წინამძღვარს პაპი ტელეფონით ესაუბრა

ჰამასსა და ისრაელს შორის დაწყებული ომის შემდეგ, პაპი უკვე ორჯერ ესაუბრა ტელეფონით ღაზას სექტორის კათოლიკე ტაძრის არგენტინელ მღვდელმსახურს. წმინდა მამას ვითარებაში გარკვევა სურდა. „ქრისტიანულ საკრებულოში, რომელიც 150 გადმოსახლებული ოჯახისგან შედგება, არცერთი დაჭრილი და გარდაცვლილი არ არის“, - განუცხადა 'რადიო ვატიკანს' მღვდელმა, გაბრიელე რომანელიმ.

წინამძღვარი ამჟამად ბეთლემში იმყოფება, თუმცა აქტიური კონტაქტი აქვს მორწმუნეებთან: „რამდენიმე წუთის წინ დამირეკა პაპმა, გვითხრა, რომ ლოცვებში ახლოს არის ჩვენთან. ჩვენის მხრივ, მადლობა გადავუხადეთ მას იმისათვის, რომ მხარეებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა და დაგმო ტერორიზმისა და ომის ყოველგვარი ძალადობა”, - განაცხადა სასულიერო პირმა.


ღაზას სექტორში არსებული სამრევლო სახლია იმ ოჯახებისათვის, რომლებმაც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს ან უსაფრთხო ადგილს ეძებენ ბომბებისგან თავის შესაფარებლად. როგორც მღვდელი გაბირელე რომანემი ამბობს, მიუხედავად ჩამოყრილი ბომბებისა, ქრისტიანულ საკრებულოში არცერთი დაჭრილი და გარდაცვლილი არ არის.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

bottom of page