top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღვთის ხელი’ თუ წყევლა? – წყალში ჩაძირული ტაძარი, რომლის სამრეკლოებიც ვერ დაანგრიეს

ბრაზილიაში, სანტა კატარინას ტბის შუაგულში ყურადღებას იქცევს იდუმალი გამოსახულება: წყლის ზედაპირზე ეკლესიის ორი ულამაზესი, ჯვრებით დაგვირგვინებული სამრეკლო მოჩანს. ტაძრის დანარჩენი ნაწილი კი წყალს დაუფარავს. ირგვლივ ტბის მშვიდი და მწვანე წყალი ლივლივებს, რომელიც გარშემორტყმულია ხეებით დაფარული პატარა ბორცვებით.


ტბაში ჩაძირული ეს ეკლესია ქალაქ იტას ეკუთვნის, რომლის გარშემო ტერიტორია დაახლოებით 20 წლის წინ, ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად დატბორეს. არა მხოლოდ ტაძარი, არამედ ამ ქალაქში ჰესის ასაშენებლად წყალში ჩაძირეს სკოლები, სახლები, საავადმყოფოები... თუმცა ვერაფერი მოუხერხეს ტაძრის სამრეკლოებს, რომლებიც დღემდე წყლისზედაპირიდან მოჩანს.


ქალაქის ასეთი ხედი მომლოცველებსა თუ ტურისტებს გულგრილს არ ტოვებს.


ჩაძირული ტაძრის ამბავი


90-იან წლებში, გადაწყვიტეს რომ ქალაქი იტა წყალში ჩაეძირათ და მის ადგილას ჰესი აეგოთ. ამისათვის, 2000-მდე ადამიანს საკუთარი ნების წინააღმდეგ დაატოვებინეს სახლები და 5 კილომეტრში არსებულუახლოეს რეგიონში გადაასახლეს.


იმისთვის, რომ ნიადაგი სამუშაოებისათვის მოემზადებინათ, სახლები, სკოლები, საავადმყოფოები –მთელი ქალაქი უნდა გაენადგურებინათ. ასეც მოხდა და ყველაფერი წყლის ქვეშ მოექცა. გარდა წმინდა პეტრეს (São Pedro ) სახელობის ტაძრის სამრეკლო კოშკებისა.


მიუხედავად ტაძრის დანგრევის არაერთი მცდელობისა,სამრეკლო კოშკებს ვერაფერი მოუხერხეს.



ვერსიები

იტას მოსახლეობაში სულ მცირე სამი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა ტაძრის სამრეკლო კოშკები ხელუხლებელი წყლის ზემოთ:


ერთი ვერსიით, რომელსაც ქალაქის მცხოვრებთა უფროსი თაობა ჰყვება, მშენებლებმასამრეკლოების დასანგრევად ‘ბულდოზერი’ მიიყვანეს, თუმცა ტექნიკა სწორედ იმ დროს გაფუჭდა, როცა სამრეკლოს დანგრევა დაიწყეს.


მეორე ვერსიით, მუშები ეცადნენ კოშკები ტრაქტორზე ჩაბმული ბაგირებით დაენგრიათ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.


მესამე ვერსიის თანახმად მღვდელი, რომელიც აქაურ მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტით არ სარგებლობდა, დასახლებიდან ჩხუბით გააგდეს. მან ადგილი დატოვა და თან დაწყევლა, რომ ესქალაქი დაიტბორებოდა.


ტურისტული ღირსშესანიშნაობა


ჰიდროელექტრო სადგურის ასაშენებლად, ქალაქ იტაში141 კვ. კილომეტრი წყლით დაფარეს. შექმნესდიდი ხელოვნური ტბა, რომლის სიღრმეც 50 მეტრს აღწევს. მომლოცველებს აოცებს მისი ისტორია და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ წყალმაც კი ვერ შეძლო ამ ულამაზესი სამრეკლო კოშკების დანგრევა.


15 მეტრიანი სამრეკლო კოშკები დღემდე წყლის ზემოდანაა და მის მოსალოცად წლის განმავლობაში ათიათასობით ტურისტი მოდის.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page