top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღმერთი ყოველთვის პასუხობს ჩვენს ლოცვებს - პაპი ფრანცისკე


9 დეკემბერს, პაპმა საჯარო აუდიენცია დაიწყო სიტყვებით: „ქრისტიანული ლოცვა არის ჭეშმარიტად ადამიანების ლოცვა. ლოცვა თავისთავში მოიცავს სადიდებელსა და სათხოვარს“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


„როდესაც, იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, იგი ამას აკეთებდა „მამაო ჩვენოს“ დახმარებით, რათა ჩვენ შეგვძლებოდა ღმერთთან მოგვეპოვებინა შვილობრივი ნდობა და მისთვის თხოვნებით მიგვემართა. ჩვენ მას ვთხოვთ ყველაზე უზენაეს მადლს, რათა მისი სახელი განდიდებული იყოს ხალხთა შორის, რათა მოვიდეს მისი სუფევა და რათა აღსრულდეს მისი კეთილი ნება მთელს სამყაროზე, როგორც კათოლიკური ეკლესიის კატეხეზმო გვეუბნება: „არსებობს თხოვნების საფეხურები“. თავდაპირველად, ვითხოვთ მის სამეფოს, შემდეგ მას, ვინც აუცილებელია ამ სამეფოს მოპოვებისათვის. მაგრამ „მამაო ჩვენოს“ ლოცვისას, ასევე ვთხოვთ გაცილებით მოკრძალებულ რამეებს. მაგალითად, საარსებო პურს, ამაში მოიაზრება ჯანმრთელობა, სამსახური, სახლი და სხვა ყოველდღიური საზრუნავები. ეს თხოვნა ასევე გულისხმობს ევქარისტიას, რის გარეშეც, წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება ქრისტეში. ამ ლოცვაში ასევე არის თხოვნა, რათა მოგვიტევოს უფალმა ჩვენი ცოდვები, განგვარიდოს ცდუნებას და დაგვიცვას ბოროტისგან. თხოვნა და ვედრება, ეს ძალზედ ადამიანური რამაა“, - აღნიშნა პაპმა.


„მოდით ვისწავლოთ უფლის ლოდინი“, - უსურვა პაპმა ხალხს საუბრის ბოლოს. „უფალი ჩვენთან არა მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე მოდის, შობაზე, აღდგომაზე და ა.შ., არამედ, უფალი ჩვენთან მოდის ყოველდღე, ჩვენი გულების სიღრმეებში, თუ ჩვენ მას ველით“.


წყარო: VaticanNews

bottom of page