top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღმერთს თავისუფლებისკენ უდაბნოს გავლით მივყავართ’ - პაპი დიდმარხვაზე

დიდმარხვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წელს 14 თებერვალს დაიწყება, პაპმა ფრანცისკემ სპეციალური ეპისტოლე გამოაქვეყნა.

 

„გამოსვლის წიგნის“ 20:2 - ის პასაჟიდან გამომდინარე, წმინდა მამამ აღნიშნა, რომ ღმერთს ადამიანი უდაბნოს გავლით მიჰყავს და ათი მცნების მეშვეობით მას კარს უღებს თავისუფლებისაკენ, იმ მცნებების მეშვეობით, რომლებიც სიყვარულს გვასწავლიან და მჩაგვრელი კავშირებისგან გვათავისუფლებს.


„დიდმარხვა არის მადლიანი ჟამი, როცა უდაბნო იქცევა პირველი სიყვარულის ადგილად (ოსია, 2,16-17), მაგრამ ამ ორმოცდღიანმა მარხვამ ნაყოფი რომ გამოიღოს, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გულგრილობისგან უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ფარაონის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, რომელიც იპარავს მომავალს და აბინძურებს ჩვენს მიწას, ჩვენს სულებს, ხოლო ჩვენ – თავისუფლების ნაცვლად, კვლავ მონობისკენ ვართ მიდრეკილნი. „გამოსვლის წიგნი“ გვიჩვენებს, რომ ღმერთი გვერდით უდგას ადამიანებს და მათ ათავისუფლებს, მაგრამ გვინდა კი ჩვენ ახალი მსოფლიო? მზად ვარ განვთავისუფლდეთ წარსულის კომპრომისებისგან? იმედის დეფიციტი ხელს უშლის ოცნებას, რის გამოც მიუხედავად მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სამართლის პროგრესისა - ჩვენ კვლავ ვიმყოფებით უთანასწორობისა და კონფლიქტების წყვდიადში.

 

დიდმარხვა არის ჟამი გამოცდისა, მოქცევისა და თავისუფლებისა. უდაბნოში იესო ცდუნებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოროტზე გამარჯვებული გამოვიდა იქიდან. მიწიერი კერპები - ამბიციები, ფული, პროექტები, სოციალური მდგომარეობა, ტრადიციები - ეს ყველაფერი გვანგრევს და წინ გვეღობება. “სულით ღარიბნი” არ ნებდებიან საცდურს. ისინი კეთილი ძალით არიან შეიარაღებულნი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე კურნავს ადამიანს და გვერდში უდგას სამყაროს. დიდმარხვა ქრისტიანებს მოუწოდებს შეჩერდნენ, მეტი დრო ლოცვას დაუთმონ, მზაობით მიიღონ ღვთის სიტყვა, დაეხმარონ მათ, ვინც საჭიროებს ჩვენს ზრუნვასა და ყურადღებას.

 

ღვთის მყოფობისას ჩვენ ყველანი ძმები და დები ვხდებით და განახლებული ძალებით თავს სულ სხვა ადამიანებად ვგრძნობთ. მუქარებისა და მტრობის მაგივრად მეგზურები ვხდებით. ღვთის ოცნებაა აღთქმული მიწიდან, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, გამომდინარეობდეს ძმობა“. 

 

წმინდა მამა ხაზს უსვამს, რომ ლოცვა, მარხვა და მოწყალება სამი სხვადასხვა სავარჯიშო კი არ არის, არამედ ერთი მთელი, კერპებისა და ბოროტი დამოკიდებულებებისგან განთავისუფლების საშუალება.

 

პაპი ასევე შეეხო თანამედროვეობის მტკივნეული პრობლემებისა და ომების საკითხსაც: “ჩვენ აგონიაში კი არ ვართ, არამედ ცვლილების ახალი ეპოქის დასაწყისში ვართ, მშვიდობაზე ასეთი შეხედულებებისათვის საჭიროა გამბედაობა. ქრისტიანები თავის მხრივ უნდა ეხმარებოდნენ საკრებულოებს ცხოვრების წესის გააზრებაში, ზრუნავდნენ ქმნილებებზე და წვლილი შეიტანონ საზოგადოების გაუმჯობესებაში”.

 

ეპისტოლეს ბოლოს, პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ დიდმარხვა შემოქმედებითი, ხელახალი დაბადებაა, ახალი იმედის ცისკარი. „როცა ვრისკავთ და ვეძებთ, რწმენისა და მოწყალების საქმეები გვეხმარებიან ამ გზის გავლაში“.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

შოთა გიქოშვილი

 

 

bottom of page