top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ყაზახეთში ატერაუს ეპარქიას ახალი ადმინსიტრატორი ჰყავს

Updated: Dec 9, 2020


ფოტოზე: ყოფილი და ახლადდანიშნული ადმინისტრატორები

ყაზახეთის ქალაქ ატერაუს ეპარქიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, პრელატი მონსენიორ დარიუშ ბურასმა, პაპს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.


ამავდროულად, წმინდა მამამ აღნიშნულ პოსტზე ყარაღანდის სასულიერო სემინარიის სულიერი მამა, მღვდელი პეტერ საკმარი დაამტკიცა.


„ვილოცოთ ჩვენი მამებისათვის და მივანდოთ მათი მსახურება უმანკო ქალწული მარიამის მფარველობას“, - ნათქვამია „კათოლიკეები ყაზახეთში“, ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ყარაღანდის სასულიერო სემინარიაში ამ დრომდე საქართველოდან 8 სემინარისტი სწავლობდა. ზოგი მათგანი კი სწავლას კვლავ აგრძელებს.

bottom of page