top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ყველა წმინდანის დღესასწაული – 1–ელი ნოემბერი

Updated: Oct 31, 2022


1–ელ ნოემბერს კათოლიკე ეკელსია ყველა წმინდანის დღესასწაულს აღნიშნავს.



იმ ადამიანების დღესასწაულს, რომლებიც საკუთარი თავის შეწირვით მიისწრაფოდნენ ზეცისკენ, ზოგიერთი ადამიანი ”შემოდგომის აღდგომას” უწოდებს.


სიწმინდე თავისთავად არის გზა, რომელზე სასიარულოდაც ყველა ჩვენგანია მოწოდებული. უნდა მივბაძოთ ჩვენი წინაპრების მაგალითს, რომლებმაც მოისურვეს იესოსთან შეხვედრა და მისკენ ასე თავდაჯერებულნი მიისწრაფოდნენ, თავიანთი სურვილებით, სისუსტეებითა და ტანჯვებით.


დღესასწაულის მნიშვნელობა


ეკლესია ლიტურგიულ მოხსენიებას უძღვნის ყველა მათ, რომლებიც დასთანხმდნენ ქრისტესთან შეხვედრას მის დიდებაში და რომლებსაც უწოდებენ არა მხოლოდ არქეტიპებს, არამედ ჩვენი ქმედებების დამცველებსაც.


წმინდანები – არიან ღვთის შვილები, რომლებმაც მიაღწიეს ხსნის მიზანს და ცხოვრობენ მარადიულობაში ნეტარების იმ მდგომარეობით, რომელიც მშვენივრად არის გამოხატული იესოს მიერ მთაზე ქადაგებაში. ამის შესახებ მათეს სახარება მოგვითხრობს (მათ.5: 1–12).


წმინდანები არიან ასევე ჩვენი გზამკვლევები იესოს მიბაძვის გზაზე, რომელსაც მივყავართ იმ კონდიციამდე, რომ გავხდეთ ღვთის სასუფევლის ქვაკუთხედი.


წმინდანთა წილდებულება


ჩვენ, რწმენის აღიარებისას, (მრწამსის წარმოთქმისას) ვამბობთ, რომ გვწამს წმინდანთა წილდებულება. ამ სიტყვებში ვგულისხმობთ ცხოვრებას, როგორც ღმერთის მარადიულ ჭვრეტას, რომელიც არის მიზეზი და მიზანი ამ თანაზიარებისა, ასევე ვგულისხმობთ თანაზიარებას წმინდა ნივთებთან.


თუ რეალობაში მიწიერი სიკეთეები ყოფენ მამაკაცსა და დედაკაცს დროსა და სივრცეში –მოწყალება, მადლი, რომლებსაც გვაძლევს ღმერთი, უსაზღვროა და ყველას ძალუძს მასში მონაწილეობა.


განსაკუთრებით ევქარისტიის მადლი გვაძლევს საშუალებას, ამ ლიტურგიის მოლოდინში, რომელსაც უფალი აღასრულებს ზეციერ საწმინდარში თავის წმინდანებთან ერთად. გამოსყიდვის სიდიადე იზომება ნაყოფით ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც იქნენ გამოსყიდულნი და მომწიფდნენ სიწმინდეში, მათ სახეებში ეკლესია ჭვრეტს თავის მოწოდებას, სასუფევლის გზისკენ მიმავალი გარდაქმნილი კაცობრიობის მდგომარეობაში.


დღესასწაულის წარმოშობა


იმედის ამ დღესასწაულს, რომელიც შეგვახსენებს ჩვენი ცხოვრების მიზანს, უძველესი ფესვები აქვს.


წამებულთა მოხსენიება IV საუკუნეში დაიწყო. ამ დღესასწაულის პირველი კვალი აღმოჩენილია ანტიოქიაში. იგი იზეიმებოდა სულთმოფენობის მომდევნო კვირა დღეს და მის შესახებ ბევრს ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.


VIII-X საუკუნეებში დღესასწაული ევროპაში გავრცელდა.


რომში იგი ფეხს იკიდებს IX საუკუნეში, სადაც პაპი გრიგოლ III (731–741) ადგენს 1-ელ ნოემბერს, როგორც დღესასწაულის თარიღს, რომელიც ემთხვეოდა რომში ყველა მოციქულის, წამებულის, აღმსარებლისა და აწ გარდაცვლილი ყველა ადამიანის მსოფლიოში რელიკვიების სახელობის ბაზილიკის კურთხევას.


კალოს დიდის პერიოდში ამ დღესასწაულმა მოიპოვა ფართო გავრცელება. ეკლესია, რომელიც არის მომლოცველი და ტანჯული დედამიწაზე, იცქირება ზეცისკენ, სადაც ცხოვრობენ მისი ყველაზე განდიდებული ძმები.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page