ყოვლადწმიდა მარიამის შთაგონებით შექმნილი შოკოლადი – 'ფერერო როშე'
- catholic.ge

- 10 hours ago
- 1 min read
ბევრმა იცის სახელწოდება „ფერერო როშე“ თავისი თხილის შიგთავსიანი შოკოლადებით, თუმცა ნაკლებად ცნობილია ის, რომ კომპანია მის წარმოებას ლურდის ღვთისმშობელთან აკავშირებს.

კომპანიის დამფუძნებელსა და ღვთისმოსავ კათოლიკეს, მიშელ ფერეროს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა ღვთისმშობლის მიმართ და სურდა მისდამი პატივისცემა თავის ნამუშევრებში გამოეხატა. ამბობენ, რომ მან სახელი „როშე“ მასაბიელის კლდის, იგივე ლურდის მღვიმეში არსებული კლდის შთაგონებით აირჩია, სადაც ქალწული მარიამი წმიდა ბერნადეტას გამოეცხადა.
ფრანგულ ენაზე „Rocher“ კლდეს ნიშნავს. შესაბამისად, დამფუძნებელი შოკოლადის ხრაშუნა გარსსა და ოქროსფერ, არათანაბარ შეფუთვას ლურდში მდებარე კლდის სიმბოლურ მინიშნებად წარმოგვიდგენს, რომელიც პიემონტელი მეწარმისთვის ძალიან ძვირფასია.
კომპანიის დაარსებიდან ორმოცდამეათე წლისთავზე ფერერომ განაცხადა: „ფერეროს წარმატებას ლურდის ღვთისმშობელს უნდა ვუმადლოდეთ; მის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით“.
2023 წელს ლურდის სანქტუარიუმის მოძღვარმა, მამა მაურისიო ელიასმა, ინტერვიუში გაიხსენა: „ბატონი ფერერო ძალიან ერთგული იყო ლურდის ღვთისმშობლის მიმართ; ის ხშირად ჩამოდიოდა ლურდში და ეწეოდა ქველმოქმედებას. ძალიან ერთგული იყო ღვთისმშობლის მიმართ, აღსარებას ამბობდა და ქრისტიანულ ღირებულებებით ცხოვრობდა“.
ამბობენ, რომ ფერერო საკუთარი თანამშორმლებისათვის ყოველწლიურ მომლოცველობას აწყობდა ლურდში. მისივე გადაწყვეტილებით, მსოფლიოს მასშტაბით, თოთხმეტივე საწარმოო ობიექტში ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება დაიდგა.
მიშელ ფერერო 2015 წლის 14 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე, წყალდიდობამ ლურდში მდებარე სანქტუარიუმი მნიშვნელოვნად დააზიანა. ბიზნესმენი დიდი შემოწირულობას დაჰპირდა სალოცავის აღსადგენად. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილებმა მამის დაპირება შეასრულეს და სარემონტო სამუშაოებში კონკრეტული წვლილი შეიტანეს.
შოთა გიქოშვილი









Comments