top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შეზღუდული შესაძლებლობა ინკლუზიის კულტურის განვითარებით დაიძლევა

აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ იტალიაში არსებული აუტიზმის ფონდის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიღო.


2022 წლის 2 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ, იტალიის აუტიზმის ფონდის წევრები, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მიიღო. პაპმა ხაზი გაუსვა ინკლუზიის კულტურის აუცილებლობას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ არსებულ ცრურწმენებს აღმოფხვრის დარეალიზდება ეკონომიკურ დაშრომით სფეროებში. აუდიენციის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე აუტიზმის მქონე პირებმა ღარიბებისთვის სადილი მოამზადეს.


გთავაზობთ პაპის სიტყვას:


„მადლობას ვუხდი იტალიის აუტიზმის ფონდის პრეზიდენტს შესავალი სიტყვისთვის და ახალგაზრდას, რომელმაც დამსწრეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და დასაფიქრებლად მრავალი იდეა წარმოადგინა. ხვალ აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა, რათა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს აუტიზმის მქონე ადამიანებისა და მათი მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის მიმართ“.


გარიყვის კულტურის წინააღმდეგ


„უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო მადლიერება იტალიის აუტიზმის ფონდის მიმართ, მათ მიერ გაწეული სამუშაოსათვის. თქვენ იწვევთ მკვლევარებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ავტორიტეტულ ორგანოებს დაოჯახურ გაერთიანებებს, რომლებმაც 2015 წლიდან დაისახეს საერთო მიზანი – გააძლიერონ კულტურა აუტისტური სპექტრისა დაგონებრივი დარღვევის მქონე ადამიანების სასარგებლოდ.

დღეს, როგორც არასდროს, თემები დასაკითხები, რომლებზეც თქვენი ფონდი მუშაობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, კვლევითი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებით ყველაზე სუსტი და ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სასარგებლოდ, თქვენ შეგაქვთ ღირებული წვლილი მფლანგველობის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ასე გავრცელებულია კონკურენციასა და მოგებაზე ორიენტირებულ ჩვენს საზოგადოებაში და ამის გამო ჩვენ ვეწირებით ამ კულტურას. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გაგიზიაროთ ჩემი რამდენიმე აზრი“.


შშმ პირთა ინკლუზია


„ინკლუზიაში ჩართულობისა და საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის კულტურა გარიყვის კულტურის წინააღმდეგ. შეზღუდული შესაძლებლობა ყველა მის გამოვლინებაში წარმოადგენს გამოწვევას, რომელიც ამავე დროს გვაძლევს საშუალებას ერთად ჩამოვაყალიბოთ უფრო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ოჯახის წევრები, მასწავლებლები და თქვენი მსგავსი გაერთიანებები მარტო კი არ დარჩებიან, არამედ საყოველთაო მხარდაჭერას მიიღებენ. სწორედ ამიტომ, საჭიროა გავაგრძელოთ შეზღუდული შესაძლებლობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ცრურწმენების აღმოფხვრითა და ადამიანურ ღირსებაზე დაფუძნებულ ჩართულობისა და მიკუთვნებულობის კულტურის გაძლიერებით. ამით ვიცავთ ყველა იმ მამაკაცისა და ქალის ღირსებას, რომელიც უფრო მყიფე და დაუცველია, რის გამოც ხშირად საზოგადოებისგან უყურადღებობას განიცდის. ეს განპირობებულია იმით, რომ ასეთ ადამიანებს უცხოსა და უსარგებლოს იარლიყს აკერავენ, მაგრამ სინამდვილეში მათ საზოგადოებისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.


მართლაც და, სასიამოვნო გაკვირვებას იწვევს თითოეული ის შემთხვევა, როდესაც შშმ პირები მუშაობისას მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ - ჩვენთვის ამის კარგი მაგალითი ზოგი აქ დამსწრეთაგანია, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი შთაგონების წყაროა. ჩვენი მხარდაჭერა მათ არა მხოლოდ სამსახურეობრივ სფეროში რეალიზებისთვის ესაჭიროებათ, არამედ ცხოვრების ყველა კომპონენტში. მაგალითად, თავიანთი „მოწოდების“ შესრულებაში. გავიხსენოთ წმინდა მარგარიტა დიკასტელოს მაგალითი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალის, რომელმაც სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნა და მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და ღარიბებზე ზრუნვაში გაატარა.

ძვირფასო ძმანო დადანო, სახარების იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ გვიჩვენებს გზას უფრო დიდსულოვანი საზოგადოებისკენ. და ამ გზაზე შშმ პირი არა მხოლოდ მოვლის ობიექტია, არამედ სუბიექტიც - ეს ძალიან მნიშვნელოვანია! სამარიტელი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის მქონე ადამიანი, რომელიც ხდება მოყვასი სხვებისთვის და თავის ნიჭს საზოგადოების სამსახურში აყენებს.



მონაწილეობა


ინკლუზიის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. არ ჩაკეტოთ ისინი, არამედ მონაწილეობის საშუალება მიეცით! მათი ცენტრში მოქცევა ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკური ბარიერების აღმოფხვრას, არამედ ასევე მათთვის შესაძლებლობის მიცემას მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო და საეკლესიო საზოგადოების ინიციატივებში. ეს არის მათი ნამდვილი მხარდაჭერა, რომელიც განათლებაზე, დასაქმებასა და დასასვენებელ ადგილებზე წვდომის გზით მიიღწევა. ასე მათ შეუძლიათ სოციალიზაცია და თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. ეს თავის მხრივ, მენტალიტეტის შეცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ცრურწმენები, უთანასწორობა და დისკრიმინაციაც კი კვლავ რჩება. ვიმედოვნებ, რომ თავად შშმ პირები უფრო ინტენსიურად ხელს შეუწყობენ ამ ცვლილებების დანერგვას, როგორც თქვენ დღეს დაამოწმეთ, სამოქალაქო და საეკლესიო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობით დიდი შედეგის მიღება შეგვიძლია.


შეზღუდული შესაძლებლობა, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა


Covid-19-ის პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადებზე, ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ ოჯახებზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამას უკრაინის ომის ტრაგედიაც დაემატა: იფიქრეთ მათზე, ვინც ყველაზე დაუცველია. ძვირფასო ძმანო დადანო, ამ სიტუაციაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს სოლიდარობა, ურთიერთთანამშრომლობა, ლოცვა დაქველმოქმედება, რომელიც ყველა ჩვენგანის საქმეა. ამდენი ჭრილობის წინაშე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, არ გავუშვათ ხელიდან ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა. მოდით გავუმკლავდეთ ადამიანთა ტანჯვას პროექტებითა და წინადადებებით, რომელიც თუნდაც ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული. შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში კი ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოებები მოწოდებულნი არიან იმუშაონ როგორც ერთიანი ქსელი, ითანამშრომლონ ჰარმონიულად, რათა დაეხმარონ ყველაზე სუსტ და დაუცველ ჯგუფებს საკუთარი თავის გამოხატვაში. ამგვარად, რეალიზდება სუბსიდირების პრინციპი ამ მხრივ დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შშმ პირთა საკეთილდღეოდ მუშაობს, რაც ქმნის მხარდაჭერის ფართო და მრავალფეროვან სპექტრს. კონკურენციაზე უარის თქმით შეიძლება შეიქმნას ეფექტური სინერგია, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.



სოლიდარული ეკონომიკა


ისევე, როგორც არსებობს გარიყვის კულტურა დაინკლუზიის კულტურა, არსებობს ეკონომიკა, რომელიც რიყავს დაეკონომიკა, რომელიც ხელსუწყობს ინკლუზიას. გარიყვა დაინკლუზია ყოველდღიურ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც ცხოვრების თითოეულ ასპექტს, მათ შორის ეკონომიკასაც მოიცავს. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იერუსალიმის პირველი ქრისტიანული თემიდან დაწყებული, მრავალფეროვან გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახარება იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ძმობა ეკონომიკის ცენტრში დავაყენოთ, რათა არ გავრიყოთ ღარიბები დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ეკონომიკის ცენტრში უნდა იდგეს არა ეგოიზმი, არა პირადი მოგება, არამედ ძმური კავშირი! საქმე, რომელსაც თქვენ იტალიის აუტიზმის ფონდის ბაზაზე ახორციელებთ, ასევე საჭიროებს ეკონომიკურ მხარდაჭერას. ზუსტად ამ მიზეზით მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენ, ქველმოქმედთა მიმართ, რომლებიც მოყვასისთვის გაკეთებული შემოწირულებებით აყალიბებენ უფრო შეკრულ, ინკლუზიურ და ძმურ საზოგადოებას. ეს არის სოლიდარული ეკონომიკის მართვის კონკრეტული გზა.


სოლიდარობის ჟესტი


ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ დიდი განსაცდელების ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ მოახლოებული უფლის აღდგომა გვახსენებს, რომ სიკვდილს ბოლო სიტყვა არ ეკუთვნის ჩვენს ყველაზე დაუცველ ძმებთან დადებთან ერთად, შევინარჩუნოთ იმედის ჩირაღდანი! მოგიწოდებთ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა აუტიზმის მქონე პირთა საკეთილდღეოდ, არა მხოლოდ მათთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათთან ერთად. სულ მალე, აუტიზმის მქონე პირები, გაჭირვებულებს, თავისი ხელით გამზადებულ სადილს მიართმევენ. ეს უმშვენიერესი ინიციატივაა, რომელიც კეთილი სამარიტელის მიერ გაკვალულ გზას და აგრეთვე უფლის მიერ გაკვალულ გზას გვიჩვენებს. როგორია უფლის მიერ გაკვალული გზა? სიახლოვე, თანაგრძნობა, სინაზე. ამ სამ მახასიათებელში ჩვენ ვხედავთ ღმერთის სახეს, ღმერთის გულს, ღმერთის გზას. გულით გაკურთხებთ! გფარავდეთ ღვთისმშობელი, რადგან ის დედაა და ყველაფერი ესმის: ჩვენზე უკეთესადაც კი. და ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ილოცოთ ჩემთვის. მადლობა!


წყარო: www.exaudi.org


კამილიელთა ორდენი
bottom of page