top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'შეწყვიტეთ ომი, სანამ არ წაიშალა ადამიანი ისტორიიდან' – პაპი ფრანცისკე




27 მარტს, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გაავრცელა მოწოდება უაზრო და სასტიკი ომის შეწყვეტისაკენ.


მორწმუნეებთან მიმართვისასრომის ეპისკოპოსმა თქვა:


„ძვირფასო დებო და ძმებო, უკრაინაში შეჭრიდან თვეზე მეტი გავიდა.ამ სასტიკი და უაზრო ომის დაწყებიდან, რომელიც, როგორც ნებისმიერი ომი, თითოეული ჩვენგანის დამარცხებაა. აუცილებელია უარისთქმა ომზე, სიკვდილის ადგილზე, სადაც მამები და დედები ასაფლავებენ შვილებს; სადაც ადამიანები კლავენ ძმებს ისე, რომ არც უნახავთ თვალით, სადაც ძლევამოსილნი იღებენ გადაწყვეტილებებს, ხოლო ღარიბები კვდებიან.


ომი ანგრევს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ საზოგადოების მომავალს. წავიკითხე, რომ აგრესიის დაწყებიდან ყოველი მეორე უკრაინელი ბავშვი ტოვებს ქვეყანას, როგორც დევნილი. ეს ნიშნავს მომავლის განადგურებას, დრამატული ტრავმის მიყენებას ჩვენსშორის ყველაზე პატარა და უდანაშაულოსთვის. ასეთია ომის, ბარბაროსული და მკრეხელური სისასტიკის უსაშინლესი სურათი! ომი არ შეიძლება იყოს გარდაუვალი პროცესი, არ შეიძლება მასთან შეგუება. პირიქით, დღევანდელი აღშფოთება ხვალინდელი დღის ძალისხმევად უნდა ვაქციოთ. თუ ამ მდგომარეობიდან ისე გამოვალთ, როგორც ადრე, მაშინ დანაშაულის პასუხისმგებლობა როგორღაც ყველას დაეკისრება. თვითგანადგურების საფრთხის წინაშე კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დადგა მომენტი ომის დასრულებისა, კაცობრიობის ისტორიიდან წაშლისა, სანამ ის წაშლის ადამიანს ისტორიიდან. ყველა პოლიტიკურ ლიდერს ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე და აიღოს ვალდებულება; გატანჯულ უკრაინას რომ შევხედოთ, გაიგებთ, რომ ომის ყოველი დღე აუარესებს სიტუაციას ყველასთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მიმართვას: კმარა, გაჩერდით, დადუმდეს იარაღი, სერიოზულად მოეკიდეთ მშვიდობის საქმეს! კვლავ ვთხოვოთ, დაუღალავად, მშვიდობის დედუფალს, რომელსაც ფართო და ინტენსიური მონაწილეობით მივუძღვენით კაცობრიობა, განსაკუთრებით რუსეთი და უკრაინა, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი. ერთად ვილოცოთ: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ...“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page