top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. ანდრია მოციქულის მოხსენიების დღე კათოლიკე ეკლესიაში


30 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად, ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.


უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.


XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი.


გადმოცემის მიხედვით, უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.


სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.


ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა.


წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. 30 ნოემბერი (ძველი სტილით 13 დეკემბერი) მისი გარდაცვალების დღეა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს 12 მაისს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

0 comments
bottom of page