top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა კარის დახურვა რომის ბაზილიკებში

შობის ღამეს, 25 დეკემბერს, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკის წმიდა კარი დაიხურება, რაც საიუბილეო წლის დასრულების ნიშანი იქნება.

 

ree

ცერემონიას ბაზილიკის მთავარეპისკოპოსი - კოადიუტორი, ლიტველი კარდინალი როლანდას მაკრიკასი წარუძღვება.

 

სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკამ, 1–ელი იანვრიდან დღემდე ოც მილიონზე მეტი მორწმუნე მიიღო, რომლებმაც წმიდა კარი გაიარეს. დახურვის თარიღად სპეციალურად შეირჩა 25 დეკემბერი, რადგანაც სწორედ ამ ბაზილიაკში ინახება იმ ბაგას რელიკვიები, რომელშიც ჩვილი იესო ჩააწვინეს.

 

ტრადიციულად, ამ მოვლენას თან ახლავს რეკვა უძველესი ზარისა, რომელიც ცნობილია როგორც „დაკარგული ზარი“. ბაზილიკის კარი გაიღება მორწმუნეებისთვის, ხოლო ტაძრის წინ, მოედანზე დარჩენილებს ცერემონიისთვის თვალის დევნება დიდ ეკრანზე შეეძლებათ.

 

საიუბილეო წლის დახურვის ცერემონიები, რომის სხვა პონტიფიკალურ ბაზილიკებში, გაიმართება მომდევნო დღეებში.

 

27 დეკემბერს, საზეიმო ცერემონია გაიმართება წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკაში. პროცესს წარუძღვება კარდინალი ვიკარი ბალდასარ რეინა. 28 დეკემბერს, დახურვის ცერემონიას წმიდა პავლეს ბაზილიკაში გაიმართება და მას წარუძღვება კარდინალი ჯეიმს მაიკლ ჰარვი.

 

საიუბილეო წლის ოფიციალური დასასრული იქნება წმიდა პეტრეს ბაზილიკის წმიდა კარის დახურვა, იგი 2026 წლის 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე მოხდება და პაპი ლეონ XIV აღასრულებს, რის შემდეგაც იგი სადღესასწაულო წმიდა წირვას აღავლენს ტაძარში.

 

ეს ღონისძიებები საიუბილეო წლის სულიერი გზის ცოცხალ სიმბოლოდ იქცევა, რომელიც მორწმუნეებს ფიქრისა და სამადლობელი ლოცვისკენ მოუწოდებს.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page