top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა ცეცხლი ჭეშმარიტად ეკუმენური მოვლენაა - ინტერვიუ იერუსალიმის პატრიარქ, თეოფილე მესამესთან


იერუსალიმის პატრიარქის განცხადებით, მადლმოსილი ცეცხლის ზებუნებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს მოქცვისკენ მოხმობაში.


იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილე მესამე, ვატიკანის მედიასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ წმიდა ცეცხლის წესის აღსრულება დიდი შაბათის ლიტურგიის დამახასიათებელი მოვლენაა და ერთად თავს უყრის ათასობით მომლოცველს.


„წმიდა ცეცხლის ცერემონია სათავეს იღებს ეკლესიის დაბადებისთანავე. ლიტურგიული პრაქტიკის განვითარებასთან ერთად, განვითარდა წმიდა ცეცხლის ტრადიციაც და იგი იერუსალიმის ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ტრადიციაა. აქ საუბარია ხელთუქმნელი ნათლის განცდაზე, რომელიც გამოაქვთ წმიდა სამარხიდან, ამას კი განასახიერებს ანთებული სანთლები და ეს ნათელი ვრცელდება არა მხოლოდ ტაძარში, არამედ მთელს მსოფლიოში. ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში საპასექო ლიტურგიის დაწყებამდე მორწმუნეები მიიღებენ ხოლმე ამ ნათელს იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცლით, ანთებული სანთლების მეშვეობით“, - განმარტა პატრიარქმა.


გარდა ამისა, მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა წმიდა ცეცხლის რიტუალის ეკუმენურ განზომილებას: „წმიდა ცეცხლის ცერემონია ჭეშმარიტად ეკუმენური მოვლენაა იმ თალსაზრისით, რომ იგი არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ კეთილი ნების ყველა ადამიანს აერთიანებს. იგი ეკუთვნის ყველას განურჩევლად რაიმე განსხვავებებისა, ჩვენი საკრებულოდან დაწყებული მთელი მსოფლიოთი დამთავრებული. ეს ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასევე მნიშვნელოვანია იგი სომხებისათვის, კოპტებისათვის, ასირიელებისათვის, ლათინური წესის კათოლიკეთათვის, ანგლიკანებისათვის, ლუთერანებისათვის და ყველა სხვა განსხვავებული რელიგიებისათვის. კითხვაზე, თუ როგორ განმარტავს მართლმადიდებელი ტრადიცია წმიდა ცეცხლის ცერემონიას და თუ ფლობს ზებუნებრივ განზომილებას ეს მოვლენა, პატრიარქმა თეოფილემ უპასუხა: „იმდენად, რამდენადაც იგი ხდება დიდი შაბათის ცისკარზე, ანუ აღდგომის მიჯნაზე, წმიდა ცეცხლის რიტუალი უმთავრესად შთაგონებულია ქრისტეს აღდგომით. როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ტრადიციაშიც, წმიდა ცეცხლის იდეა თავისთავად მოიცავს აღდგომაში ბოძებულ ახალ სიცოცხლეს, იგივე შეიძლება ვთქვათ ცერემონიაზეც. ისე, როგორც სანთელი ანათებს სამარხს, ასევე გამოანათებს იესო აღდგომის ცისკარზე. ეს ასევე ეხება ზებუნებრივ განზომილებასაც. აღდგომის საიდუმლოსთან მიახლოვებით, ეს ტრადიცია გვიხმობს სულიერი მოქცევისაკენ. იგი აღდგომას ხდის ჩვენს თვალში უფრო რეალურს და უშუალოს და გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია დავეყრდნოით უფლის ჩვენდამი სიყვარულს და აღვინთოთ უფრო მეტად სულიერი მისწრაფებისაკენ “.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page