top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა აგნესას მოხსენიება

21 იანვარს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს IV საუკუნის ქალწულსა და წამებულს, წმინდა აგნესას, რომელიც ქრისტიანობის გამო სასიკვდილოდ აწამეს.


მიუხედავად იმისა, რომ წმინდა აგნესას ცხოვრების დეტალები უცნობია, მისი მოწამებრივი სიკვდილის ამბავი IV საუკუნიდან თაობებს გადაეცემა. ახალგაზრდა მოწამის დღესასწაულზე - რომლის სახელიც ლათინურად ნიშნავს "კრავს" - პაპი ტრადიციულად აკურთხებს ბატკნებს, რომელთა მატყლს არქიეპისკოპოსების თეთრი პალიუმისთვის (მოსასხამი) გამოიყენებენ.


III საუკუნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მდიდარ ოჯახში დაბადებული აგნესა რომში, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ქრისტიანობის ბოლო დიდი დევნის დროს ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიოკლიტიანე მორწმუნეების მიმართ ლმობიერი იყო, 302 წელს მან კურსი შეცვალა და გადაწყვიტა იმპერიაში ეკლესია გაენადგურებინა.


ეკლესია იტანჯებოდა დიოკლეტიანესა და მისი თანამმართველის გალერიუსის მიერ 303 წელს მიღებული ახალი კანონების გამო. იმპერატორმა და მისმა ქვეშევრდომებმა ბრძანეს ეკლესიების დანგრევა და წიგნების დაწვა. შემდგომი ბრძანება კი სასულიერო და საერო პირების დაპატიმრებასა და წამებას ეხებოდა, რათა ისინი ეიძულებინათ ქრისტეს ნაცვლად თაყვანი იმპერატორისთვის ეცათ.


ამასობაში, აგნესა ულამაზესი და მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელმაც რომაული არისტოკრატიის ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ქრისტესა და წმინდა პავლეს სიტყვების შესაბამისად, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა არ დაქორწინებულიყო, არამედ თავი მიეძღვნა ეკლესიისთვის. ყველა დაინტერესებულ მამაკაცს მან განუმარტა, რომ საკუთარ თავს ზეციურ და უხილავ მეუღლეს დაჰპირდა.


ამ გადაწყვეტილებამ არისტოკრატი მამაკაცები გაანაწყენა. ზოგიერთი მათგანი ცდილობდა აზრი შეეცვლევინებინა, ამიტომ მისი, როგორც ქრისტეს მორწმუნეს შესახებ სახელმწიფოს ატყობინებდნენ. აგნესა მოსამართლეს წინაშე წარსდგა, რომელიც ჯერ ცდილობდა დაეყოლიებინა, შემდეგ კი დაემუქრა და უთხრა, რომ უარი ეთქვა თავის არჩევანზე – არ დაქორწინებულიყო უფლის გულისთვის.


მოსამართლემ მას აჩვენა სხვადასხვა წამების იარაღი, რომელიც შესაძლოა აგნესას სასჯელისთვის მიეღო, მათ შორის: ცეცხლი, რკინის შანთები ან რკინის საკიდები, რომლებიც კიდურებს დაჭიმვით გაანადგურებდა მას, თუმცა აგნესამ გაიღიმა და ანიშნა, რომ ნებით სთანხმდებოდა ტანჯვას.


აგნესას უარის გამო, მოსამართლემ ბრძანა, იგი საროსკიპოში გადაეყვანათ, სადაც დაირღვეოდა მისი ქალწულობა, რომელიც ღმერთს შესწირა. აგნესამ კი ფიქრობდა, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ამას. მისი ფიქრები აღსრულდა. ლეგენდის თანახმად, პირველი მამაკაცი, ვინც მას მიუახლოვდა, შუქის უეცარმა ელვარებამ დააბრმავა და მისი შეცდომა სხვებმა არ გაიმეორეს.


ერთ-ერთმა მამაკაცმა, მოსამართლეს მისი სიკვდილით დასჯით მიმართა. აგნესას თავის მოკვეთით სიკვდილი მიესაჯა. ჯალათმა მას უკანასკნელი შანსი მისცა, უარი თქვა ქრისტესადმი მიძღვნაზე - მაგრამ აგნესამ უარი თქვა, მოკლე ლოცვა წაიკითხა და გაბედულად დაემორჩილა სიკვდილს.


ლეგენდის თანახმად, წმინდა ანგესა მოედანზე სრულად გააშიშვლეს, რათა ბრბოს მისთვის ეყურებინა, მაგრამ მისი სხეული „თმების სასწაულებრივმა მოსასხამმა“ დაფარა.


დაახლოებით 305 წელს, დომიციანის მოედანზე აგნესა მოწამებრივად აღესრულა.


“სისხლიანი მოწმობის”ადგილზე დღეს რომის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანია, “პიაზა ნავონა”, ხოლო წმინდა აგნესას წამების ადგილზე აღმართულია მისივე სახელობის ბაზილიკა, სადაც 21 იანვარს, ძველი ტრადიციისამებრ, ორ თეთრ კრავს უძღვნიან (კრავებს არ კლავენ და მსხვერპლად არ სწირავენ).


წმინდა აგნესა ბავშვების, ქალწულების, მებაღეების მფარველია.


იკონოგრაფიაში წმინდანი გამოსახულია კრავით ხელში ან ორი გვირგვინით –ქალწულობისა და წამებულობის. გვერდით გამოსახულია ცეცხლი, რომელზეც სავარაუდოდ, იგი დაწვეს.


catholic.ge


bottom of page