top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნაზიანზელის მოხსენიება

2 იანვარს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს კაბადოკიელ მამებს, წმინდა ბასილ დიდსა და გრიგოლ ნაზიანზელს.



წმინდა ბასილ დიდი, განდეგილი, ეპისკოპოსი, ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული დოქტორი და კესარიელი ეპისკოპოსი, სავარაუდოდ, დაიბადა 329 წელს და გარდაიცვალა 379 წლის 1 იანვარს, ღრმად რელიგიურ ოჯახში.


ათანასე I–ის შემდეგ, ბასილი აღიარებულია, როგორც აღმოსავლური ეკლესიის დამცველი IV საუკუნის მწვალებლობის, განსაკუთრებით კი, არიანიზმისგან, რომელიც იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას უარყოფდა.


ბასილ დიდის, მისი ძმის გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ნაზიანზელის სამეული ცნობილია, როგორც "სამი კაბადოკიელი".


ბასილი კონსტანტინოპოლსა და ათენში რიტორიკასა და სამართალს სწავლობდა. ამ პერიოდში, დაუმეგობრდა გრიგოლ ნაზიანზელს.


ძმის გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. იმოგზაურა ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიასა და მესოპოტამიაში, გაეცნო ასკეტურ ცხოვრებას, სახლში დაბრუნებულმა თავისი ქონება ღარიბებს გადასცა და თავად შეუდგა განდეგილ ცხოვრებას.


დააარსა მონასტერი მდინარე ირისთან, სადაც შეკრიბა მომავალი ბერები. 364 წელს გახდა მღვდელი, ექვსი წლის შემდეგ, მთავარეპისკოპოსი საკუთარ ქალაქში - კესარია კაბადოკიაში. ფართო ცოდნის მქონე ადამიანი, შესანიშნავი ორატორი, შრომისმოყვარე და ქველმოქმედი იყო. არიანელებისგან იცავდა ქრისტიანობას.


მან დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მათ შორის ყველაზე ცნობილია მისი „ასკეტიკონი“. გახდა აღმოსავლური მონაზვნობის მამა დაკანონმდებელი. აღმოსავლური ლიტურგიის შემქმნელი. მას პატივს მიაგებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წმინდანს აღმოსავლეთის ეკლესიაში.


არის ბასილიანელი ბერებისა წმინდა ჯვრის დედების მფარველი.


რაც შეეხება წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, იგივე გრიგოლ ნაზიანზელს (უმცროსი), იგი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და მოაზროვნე, ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო. მოიხსენიება ბასილ დიდსა და გრიგოლ ნოსელთან (კაბადოკიელი მამები) ერთად.


მამამისი, სახელად ასევე გრიგოლი კაბადოკიის ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. 362 წელს მღვდლად აკურთხეს. ბასილ დიდთან ერთად ებრძოდა არიანელობას. 372 წელს, იგი სასიმას ეპისკოპოსად დაადგინეს, თუმცა გრიგოლმა უარი განაცხადა და ნაზიანში განმარტოვდა. ცნობილი იყო წმინდა სამების დოქტრინის და ნიკეის კრების მოძღვრების დაცვით. 380 წელს არჩეული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქად, თუმცა ეპისკოპოსთა ერთი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, დატოვა ტახტი და კაბადოკიაში დაბრუნდა. გარდაიცვალა იქვე, დაახლოებით 390 წელს.



წყარო: https://pl.aleteia.org/daily-prayer/poniedzialek-2-stycznia-2023/



bottom of page