top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბლაზის მოხსენიება

3 თებერვალს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს ეპისკოპოსსა და წამებულს წმინდა ბლაზს.



ეპისკოპოსი და ექიმი


გადმოცემის თანახმად, ბლაზი წარმოშობით სომხეთის სებასტიიდან იყო. მან აქ გაატარა თავისი ახალგაზრდობა და შეისწავლა მედიცინა. შემდეგში გახდა ეპისკოპოსი და ზრუნავდა ადამიანების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზეც. გადმოცემის თანახმად, იგი სასწაულებრივადაც კი კურნავდა. იმ დროისათვის, ქრისტეს რწმენის ერთგულთა მდგომარეობა მძიმდებოდა აღმოსავლეთის სამყაროს იმპერატორ, ლიციანსა და დასავლეთის იმპერატორ კონსტანტინეს შორის არსებული კონფლიქტის გამო, რამაც ქრისტიანთა ხელახალი დევნა გამოიწვია. ბლაზი ძალადობას გაექცა და თავი შეაფარა ამჟამინდელი ერჯიასის (ძვ. არგეოსი) მთის ერთ-ერთ გამოქვაბულში. იქ მარტოობასა და ლოცვაში ცხოვრობდა და როგორც ეპისკოპოსი თავის ეკლესიას საიდუმლო ეპისტოლეებს უგზავნიდა.


ყელის სასწაული


საბოლოოდ, ბლაზი მაინც იპოვეს გამოქვაბულში, დააპატიმრეს აგრიკოლას გუბერნატორის ჯარისკაცებმა და გადასცეს სამსჯავროზე. გზად ბლაზი შეხვდა სასოწარკვეთილ დედას ბავშვით ხელში, რომელიც იგუდებოდა ყელში გაჩხერილი თევზის ფხით. ეპისკოპოსმა აკურთხა იგი და მყისვე განიკურნა. მაგრამ სასწაულის მოხდენაარ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბლაზი მოწამეობრივი სიკვდილისგან ეხსნა. მისი ქრისტიანული სულისკვეთება არაადამიანურმა წამებამაც კი ვერ გატეხა.


სიკვდილის შემდეგ, ბლაზი სებასტიას საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, ხოლო 723 წელს მისი რელიქვიები რომში გადაასვენეს. გადასვენებისას, გზად მოულოდნელი უამინდობისა და ქარიშხლის გამო, რელიკვიები მარატიაში შეაჩერეს, თანამედროვე ბაზილიკატას სანაპიროზე. ამ მიწაზე დღემდე დიდ პატივს მიაგებენ წმინდა ბლაზს.


ბლაზი იმ წმინდანების რიგს განეკუთვნება, რომლის სიტყვებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა. დღეს მას პატივს მიაგებენ თითქმის ყველგან. სასწაული, რომლითაც ბავშვი განკურნა ყელში გაჩხერილი ფხისგან, დღემდე მოიხსენიება 3 თებერვლის ლიტურგიაზე სპეციალური რიტუალით, სადაც მღვდელი ორი გადაჯვარედინებული სანთლის ყელზე მიბჯენით მორწმუნეებს აკურთხებს.


იკონოგრაფიაში წმინდა ბლაზი წარმოდგენილია როგორც მაკურთხებელი ეპისკოპოსი. მისი ატრიბუტიკაა: ირემი, კვერთხი, საკვებით სავსე ნისკარტიანი ჩიტები, ორი გადაჯვარედინებული სანთელი და წამების იარაღი.


შოთა გიქოშვილი


bottom of page