top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბრიგიდა – ევროპის მფარველი

23 ივლისს, კათოლიკე ეკლესია წმინდა ბრიგიდას, ევროპის მფარველს მოიხსენიებს.



ბრიგიდას ბავშვობიდან მტკიცე და ძლიერი ხასიათი ჰქონდა. იგი არისტოკრატული ოჯახიდან იყო. გარკვაულ ასაკში იგრძნო მოწოდება, თუმცა მიხედავად ამისა, დათანხმდა, ცოლად გაჰყოლოდა შევედითის სამეფოს უმნიშვნელოვანესი რაიონის მმართველს, ულფს. ამით მან მამამისის სურვილი შეასრულა.


ბრიგიდას ცხოვრების ერთი ნაწილი რწმენით გამოირჩევა. მას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა და 8 შვილი შეეძინა. ერთ–ერთი მათგანი იყოეკატერინა, რომელიც შემდგომში მას რომში გაჰყვა.


ბრიგიდამმეუღლესთან ერთად დააარსა ფრანცისკანელთა საავადმყოფო. სასულიერო წინამძღვრის დახმარებით შეისწავლა ბიბლია. იმდენად დაფასებული იყო თავისი პედაგოგიური ნიჭის გამო, რომ შვედეთის მეფემ გადაწყვიტა მისთვის შვედური კულტურა გაეცნო.


ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბრიგიდას მეუღლე გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების მეორე ნაწილი.


ბრიგიდა იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, უარს ამბობს მთელს ქონებაზე და საცხოვრებლად გადადის ალვასტრის ცისტერციელთა მონასტერში. იგი შვიდწიგნეულში აღწერს, იმ მისტიურ განცდებზე, რომლებიც სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს და აქედან იწყება მისი ახალი მისია.


1349 წელს ბრიგიდა რომში გაემგზავრა, რათა მიეღო თავისვე დაფუძნებული ორდენის აღიარება. ეს ორდენი მან მაცხოვარს მიუძღვნა. მასში შედიოდნენ ბერ–მონაზვნები და რელიგიური პირები.


გადაწყვიტა დამკვიდრებულიყო მარადიულ ქალაქში, სახლში, რომელიც ფარნეზეს მოედანზე მდებარეობს დასადაც დღემდე მოქმედებს ბრიგიდინთა გენერალური კურია. იგი იტანჯებოდა იმ დეგრადაციის გამო, რომელიც იმ დროს ქალაქში იყო. იმ პერიოდში პაპის სიშორე ხალხთან ძალიან იგრძნობოდა. პაპი ავინიონში ცხოვრობდა. ბრიგიდასა და მისი თანამედროვის, წმინდა ეკატერინა სიენელის მისია იყო ეთხოვათ პაპისთვის, რომ ის გადმოსულიყო წმინდა პეტრეს საძვალესთან ახლოს.


ბრიგიდასმეორე საზრუნავი იყო, ევროპაში მშვიდობას დაესადგურებინა. ამიტომ მან დაწერა წერილი დედოფლისთვის, რათა წერტილი დაესვა ინგლისსა და საფრანგეთს შორის გაჩაღებულ ასწლიან ომს. მისი კეთილი საქმეები იმ პერიოდისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ის იყო მდიდარი, რომელიც ცხოვრობდა სიღარიბეში და მოწყალებას ითხოვდა ტაძრებთან. ეს იყო მისი მომლოცველობის წლები იტალიის სხვადასხვა რეგიონში – ასიზიდან გარგანომდე.


ბოლოს, გაემართა მომლოცველობაზე წმინდა მიწაზე, იგი უკვე 70 წლის იყო, მაგრამ ასაკს, მიზნის მიღწევიაში ხელი არ შეუშლია. ბრიგიდას რწმენის ცენტრალური ადგილი ეთმობოდა იესო ქრისტეს ტანჯვებსა და ქალწულ მიარიამს. ამას მოწმობს ე.წ.ბრიგიდას სავარდი და ლოცვები, რომლებიც იყო მადლიერების შეწირვაიმისთვის, რასაც დაჰპირდა იესო – თუ ადამიანები ილოცებდნენ, საზღაურს მიიღებდნენ.


ბრიგიდა 1273 წლის 23 ივლისს, რომში გარდაიცვლა. ორდენი ჩააბარა თავის ქალიშვილს ეკატერინას, რომელიც დაქვრივების შემდეგ შეუერთდა დედას. როდესაც ბრიგიდა ფირფაში იმყოფებოდა, ნანობდა, რომ პაპი არ დასახლდა რომში.


1367 წელს რომში დაბრუნდა პაპი ურბან მეხუთე, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. რომში მუდმვი სამყოფელი დაიდგო პაპმა გრიგორ მეთერთმეტემ, ბრიგიდას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.


ბრიგიდა წმინდანად პაპ ბონიფაციუს მეცხრის დროს შერაცხეს. იგი შვედეთის მფარველია. 1999 წელს კი, წმინდა პაპმა იოანე პავლე მეორემ ევროპის თანამფარველად გამოაცხადა. ბენედიქტე მეთექვსმეტემ კი ერთ–ერთ გენერალურ აუდიენციაზე მიუძღვნა კატეხიზმო.


პაპ ფრანცისკეს სურვილი იყო წმინდანად შეერაცხა მარია ელისაბედ ჰესელბლადი, რომელმაც მეოცე საუკუნეში განაახლა უწმინდესი მხსნელის ორდენი.მან დიდი როლი ითამაშა ეკუმენიზმის საქმეში. იგი მუდამ მისდევდა წმინდა ბრიგიდას კვალს მშვიდობისა და ერთობის ძიების საქმეში.


catholic.ge
bottom of page