top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა თომა ბეკეტი ეპისკოპოსი და წამებული



თომა ბეკეტი დაიბადა ლონდონში 1118 წელს ნორმანდიული წარმოშობის ოჯახში. მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო საეკლესიო ცხოვრება. აღიზარდა მერტონის სააბატოში, მოგვიანებით სწავლობდა საფრანგეთსადა ბოლონიის უნივერსიტეტში. იგი გამოირჩეოდა ინტელექტუალური თვისებებით.


1154 წელს თომა გახდა კენტერბერის ეპარქიის მთავარდიაკონი და მომდევნო წელს ინგლისის ახალმა მეფემ ჰენრი II-მ ის სამეფოს კანცლერად დანიშნა.


თომა გახდა მონარქის ყველაზე სანდო ადამიანი. ის ცხოვრობდა კომფორტული ცხოვრებით და სულაც არ უარყოდა ძალაუფლების სიმბოლოებსა და პრივილეგიებს. თუმცა, სამომავლოდ გამოიჩინა კეთილშობილება ღარიბების მიმართ და შინაგანი თავისუფლება იმ სუვერენის წინაშე, რომლის არა მხოლოდ მრჩეველი, არამედ სანდო მეგობარიც იყო.


თომა ბეკეტის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 1161 წელს მოხდა, როდესაც ის დათანხმდა გამხდარიყო კენტერბერის არქიეპისკოპოსი. ამ პოსტზე დანიშვნას მტკიცედ დაუჭირა მხარი მეფე ჰენრი II–მ, რომელსაც არასდროს უფიქრია, რომ გაიჩენდა სასტიკ მოწინააღმდეგეს. ერთ დროს,მისი უახლოესი თანამშრომელი თომა, ახლა ბევრად უფრო დიდი ბატონის მსახური გახდა, ვიდრე მიწიერი სახელმწიფოს მეფე. დაძაბულობა გამძაფრდა, როდესაც ჰენრი II-მ გადაწყვიტა შეეზღუდა ინგლისში კათოლიკური ეკლესიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა კლარენდონის კონსტიტუციის გამოყენებით. თომას სთხოვეს ხელი მოეწერა ქარტიისათვის,ეკლესიის შეზღუდვის მიზნით, მაგრამ ის აუღებელი ციხე–სიმაგრეს ხედავდა კენტერბერის ახალ მთავარეპისკოპოსში. თომამ გადამწყვეტი უარი უთხრა: „ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, გადაწყვეტილებას არ შევიცვლი“. ამრიგად, წარსულში მეგობარი, მეფის თვალში უდიდეს მტრად იქცა.


თომამ განიცადაგადასახლების სიმწარეც. ცისტერციანელთა მონასტერში სტუმრობის შემდეგ,მას საფრანგეთში გაქცევა მოუწია. იქ თომა ექვსი წლის მანძილზე დარჩა. როდესაც ის კენტერბერში დაბრუნდა, მორწმუნეებმა სიხარულით მიიღეს, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავდა ზიზღი მეფის მხრიდან.


ერთ დღეს, ჰენრი II-მ განაცხადა, რომ ვინმეს უნდა გაეთავისუფლებინა იგი (მეფე) იმ მოუხერხებელი ეპისკოპოსისგან. მეფის ოთხმარაინდმა, რომლებიც ლონდონიდან კენტერბერიში გაემგზავრნენ, თომა ბეკეტი სასტიკად მოკლეს თავისივე ტაძარში. ეს მოხდა 1170 წლის 29 დეკემბერს. ამბობენ, რომ მკვლელების კითხვაზე თუ სად არის თომა მოღალატე? უპასუხა: აქ ვარ, მაგრამ მოღალატე კი არ ვარ, არამედ ეპისკოპოსი და ღვთის მღვდელი. ამ მკვლელობის შედეგად გამოწვეული ემოცია დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გასცდა და სამი წლის შემდეგ, 1173 წლის 21 თებერვალს, პაპ ალექსანდრე III – ის განკარულებით თომა ბეკეტის მოწამეობრივი სიკვდილი პატივდებული გახდა.


"მე ვიღებ სიკვდილს იესოს სახელისთვის და ეკლესიისთვის" –თომა ბეკეტმა ეს სიტყვები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა, ქრისტიანული მოწმობის არაჩვეულებრივი გამოხატულება აღსრულდა. ის, ვინც ძალაუფლების კაცი იყო, ლიდერობას მიჩვეული, მოკვდა, როგორც ქრისტეს მსახური და მოწამე, რათა არ უარყო რწმენა და დაიცვა კათოლიკე ეკლესიის თავისუფლება.


წყარო: https://www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

bottom of page