top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოანე მოციქული და მახარებელი

27 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა იოანე მოციქულისა და მახარებლის დღესასწაულს აღნიშნავს.



“მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს” - სწორედ ასე უწოდებს საკუთარ თავს იოანე თავის სახარებაში და მართალიც არის, იმიტომ, რომ იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხსნის ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით მარიამს, რომელიც იესომ პირდაპირი ტექსტით ჩააბარა თავისი ჯვარზე სიკვდილის წინ: “აჰა, შენი ძე!”, “აჰა,დედაშენი!”. იმ წუთიდანვე იოანემ წაიყვანა მარიამი, როგორც ყველაზე ძვირფასი. შეხების წერტილი იესოსა და მოწაფეს შორის არის სიწმინდე, სისპეტაკე, მათი ცხოვრების წესი.


ისტორიული ცნობები იოანე მოციქულის შესახებ


იოანე მახარებლის შესახებ ისტორიული წყაროები არაერთგვაროვან ინფორმაციას გვაძლევს. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, მას კანონიკური წიგნების გარდა,ასევე არაერთი აპოკრიფი ეკუთვნის. მის შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ მოციქულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო და ყველაზე დიდახნს იცოცხლა. იოანე წარმოშობით გალილეიდან იყო, ტიბერიუსის ტბის რაიონიდან, მებადურების ოჯახიდან. მამას ერქვაზებედე, ხოლო დედას –სალომე. ჰყავდა უფროსი ძმა იაკობი, რომელიც ასევე იესოს მოწაფე იყო. იოანე იმ მცირე საზოგადოების ნაწილია, რომელიც მუდამ თან ახლავს იესოს მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებში. იაიროსის ქალიშვილის აღდგინებისას, ფერისცვალებისას თაბორის მთაზე, იესოს სიკვდილის ჟამს და საიდუმლო სერობის დროს, სადაც იგიიესოს მარჯვნივ იჯდა. სწორედ, სულიწმინდის შთაგონებით დაწერა მანუკვე ხანდაზმულობის ასაკში სახარება. იგი ერთადერთი იყო, რომელიც მარიამთან ერთად იდგა ჯვრის ქვეშ. მარიამ მაგდალინელთან შეხვედრის შემდეგ, იგი პირველი მოირბენს ცარიელ სამარხთან მაგრამ პირველს შეატარებს პეტრეს,ვინაიდან პატივს სცემს მის ასაკსადა იერარქიას. შემდგომში, იოანე ღვთისმშობელთან ერთად გადადის ეფესოში საცხოვრებლად, საიდანაც დაიწყებს მცირე აზიის ევანგელიზაციას. იგი ასევე გახდება დევნის მსხვერპლი და გადასახლებული კუნძულ პატმოსზე, საიდანაც მალევე დაბრუნდება ეფესოში და 104 წლის ასაკში გარდაიცვლება.


სახარების ყვავილი


“სიტყვის სახარება” ან “სულიერი სახარება” – სწორედ ასე უწოდებენ იოანეს სახარებას. ღვთისმეტყველური ენის დახვეწილობისა და მრავლის მთქმელი ტერმინის “ლოგოსის” გამოყენების წყალობით, რომელიც აღნიშნავს იესოს მნიშვნელობას, როგორც სიტყვა, დიალოგი, პროექტი, ზმნა. ამას გარდა, სახარებაში 98 - ჯერ მეორდება სიტყვა “ირწმუნე”. იმიტომ, რომ მხოლოდ ასეა იესოს გულში შეღწევა შესაძლებელი, ირწმუნო თავისუფლება და მიიღო მადლი, როგორც ამას გვაჩვენებს იესოს საყვარელი მოწაფე. მისი სახარება ასევე უმაღლესი დონის მარიანული სახარებაა, არა იმიტომ, რომ ღვთისმშობელი ხშირად არის მოხსენიებული, არამედ იმ განსაკუთრებული მადლის გამო, რომლითაც იცნობს თავის ძეს და გადმოსცემს იესოს საიდუმლოს.


იოანეს სახარებაში მარიამის შესახებ ორჯერ არის მოთხრობილი. ერთხელ, გალილეის კანაში სასწაულისას და მეორედ, გოლგოთაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ საქორწილო პურობას გალილეის კანაში, სადაც პირველად შეხვდნენ იესო და იოანე ერთმანეთს. იოანეს მოწოდება ანდრიასთან ერთად, მოგვიანებით, ბეთანიაში, მდინარე იორდანესთან მოხდა. როდესაც იესომოდის, იოანე ნათლისმცემელი მას ესალმება, როგორც ღვთის კრავს. იოანე იმდენად მოხიბლულია ამ შეხვედრით, რომ იმახსოვრებს აღნიშნული მოვლების დროს (დაახლ, დღის 4 საათი). იოანეს სახარება თავისი ღვთისმეტყველური მაღალი ფასეულობების გარდა, ასევე განსხვავდება სინოპტიკურ სახარებებისგან იმით, რომ მასში ხაზგასმულია იესოს ადამიანური ბუნება, რომელიც ცხადდება ზოგიერთ მონათხრობში. ესენია, ლაზარეს გარდაცვალებისას დაღვრილი ცრემლი და წყურვილის გრძნობა, ჯვარზე სიკვდილის წინ.


იოანემ ასევე დაწერა სამი ეპისტოლე და გამოცხადების წიგნი, ის არის ახალი აღთქმის ერთადერთი წინასწარმეტყველური წიგნი. ბიბლიის ბოლო წიგნი არის კონკრეტული უწყება იმედისა, რომელიც თავისთავში, გარკვეული თვალსაზრისით წერტილს უსვამს ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგს.


„ამიერიდან ისაუბრებს ეკლესია, რომელიც განუცხადებს ხალხს ღმერთის ქმედებებს, დედამიწაზემის მეორედ მოსვლამდე. რაც შეეხება იოანეს სამ ეპისტოლეს, სავარაუდოდ, დაწერილია ეფესოში და გვესაუბრება სიყვარულის, რწმენისა და მიზნის შესახებ, რომლებიც ზოგიერთი ფუნდამენტური სულიერი ჭეშმარიტების დაცვაა, გნოსტიციზმის თავდასხმებისგან.


შოთა გიქოშვილი

bottom of page