top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოანე ოდის მოხსენიება

19 აგვისტოს, კათოლიკე ეკლესია ხუცესს, წმინდა იოანე ოდის მოიხსენიებს.


წმინდა იოანე ოდი 1601 წელს, ნორმანდიაში გლეხების ოჯახში დაიბადა. 22 წლის ასაკში ორატორიანთა კონგრეგაციაში შევიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, მღვდლად იქნა ხელდასხმული.


ნორმანდიაში, ბრეტონიასა და ბურგუნდიაში მან მისიონერული საქმიანობა შეასრულა და უამრავი ადამიანი მოაქცია. თავისი საქმიანობის გამო,იგი ეპოქის უდიდეს მისიონერად აღიარეს.


1642 წელს იოანე ოდიმ მღვდლების კონგრეგაცია დააარსა, რომლებიც საზოგადოებრივ მისიონერობას (ეუდისტები) ეწეოდნენ. ასევე დააარსა ამ ტიპის მისიონერთა მოსამზადებელი სემინარია, „გულმოწყალე ღვთისმშობლის ქალიშვილთა კონგრეგაცია“, რომლებიც გოგონებს ეხმარებოდნენ.


განსაკუთრებულად თაყვანს სცემდა იესოსა და ღვთისმშობლის უმანკო გულებს.


წმინდა იოანე ოდი 1680 წლის 19 აგვისტოს გარდაიცვალა. 1909 წელს, იგი ნეტარად შერაცხეს,1925 წელს კი, წმინდანად.


catholic.ge




bottom of page