top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოანე პავლე II–ს მოხსენიება - 22 ოქტომბერი


22 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა იოანე პავლე II–ს მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ეს არის თარიღი, როცა მისი პაპად ინაუგურაცია მოხდა.



ტრადიციულად, წმინდანის მოხსენიება აღინიშნება მისი გარდაცვალების დღეს, ანუ იმ დღეს, როდესაც ადამიანი გაემგზავრა თავის სამუდამო სამყოფელში. თუმცა, რომის პაპ იოანე პავლე II-ის შემთხვევაში, მისი მოხსენიება 22 ოქტომბერს დაწესდა. ეს არის თარიღი, როდესაც იგი ოფიციალურად გახდა პაპი, ანუ მისი ინაუგურაცია შედგა.


კაროლ იოსებ ვოიტილა 1920 წელს პოლონეთში, ქალაქ ვადოვიცაში დაიბადა. ბავშვობაში ოჯახში არაერთი ტრაგიკული მომენტი ჰქონდა.


1939 წელს, როცა ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთში კრაკოვი დაიკავა, მესამე რეიხმა დახურა კრაკოვში იეგელონის უნივერსიტეტი, რომელშიც კაროლ ვოიტილა დადიოდა. ამიტომაც ახალგაზრდა კაროლმა საცხოვრებლის გადასახადის გამომუშავებისთვის მუშაობა დაიწყო ქვის კარიერზე, შემდეგ კი, ქიმიურ ქარხანა Solvay-ში.


1942 წელს კაროლმა მღვდლობისაკენ მოწოდება იგრძნო და სწავლა დაიწყო კრაკოვის ერთ–ერთ ყველაზე დიდიატაკქვეშა სასულიერო სემინარიაში, რომელსაც არქიეპისკოპოსი, ადამ სტეფან საპეგა ხელმძღვანელობდა.


ომის დასრულების შემდეგ, კაროლმა სწავლა გააგრძელა კრაკოვის მტავას სასულიერო სემინარიაში და მღვდლად ხელდასხმამდე იეგელონის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველებას დაეუფლა.


1946 წელს იგი ხელდასხმულ იქნა მღვდლად, ხოლო 1948 წელს პირველი თანამდებობა მიიღო და კრაკოვთან ახლოს, ნეგოვიჩის სამრევლოს კოორდინატორი გახდა. 1951 წლამდე იგი სტუდენტების კაპელანი იყო, ხოლო მოგვიანებით, კრაკოვის სასულიერო სემინარიასა და ლუბლინის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე მორალურ ღვთისმეტყველებასა და ეთიკას ასწავლიდა.


1964 წლის 13 იანვარს, პაპმა პავლე VI-მიგი კრაკოვის არქიეპისკოპოსად დანიშნა. სამი წლის შემდეგ,კი მიიღო კარდინალის ტიტული.


დანიშვნიდან მალევე მონაწილეობა მიიღო ვატიკანის მეორე კრებაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ვატიკანის მეორე კრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციის, Gudium et Spes–ის დამუშავებაში.


პაპ, იოანე პავლე I-ის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, 1978 წლის 16 ოქტომბერს პაპად აირჩიეს კაროლ ვოიტილა, რომელმაც აირჩია სახელადიოანე პავლე II.


იგი ისტორიის მანძილზე გახდა პირველი არაიტალიელი, პირველი პოლონელი და პირველი სლავურენოვანი პაპი. მთელს მსოფლიოში მისი მოგზაურობით ეკლესიაზე მისი მწყემსური მზურნველობა გამოიხატებოდა. იგი მუდმივად მუშაობდა სხვადასხვა ერსა და რელიგიას შორის ხიდების გადებაზე. უამრავ სამოციქულო ვიზიტების შორის,იმყოფებოდა საქართველოშიც – 1999 წლის 8–9 ნოემბერს.


2005 წლის 2 აპირლს, იოანე პავლე II ვატიკანში, სამოციქულო სასახლეში გარდაიცვალა. იყო შაბათი დღე – 23:37 საათი, კვირა დღის მიჯნა, როცა უნდა აღნიშნულიყოსაღვთო გულმოწყალების დღესასწაული. ეს დღესასწაული მან დააარსა.

8 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.


2011 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ იგი ნეტარად შერაცხა, 2014 წელს პაპმა ფრანცისკემ კი წმინდანად.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page