top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა იოანე ღვთისა



ბერი იოანე სიდადე პორტუგალიაში დაიბადა. ერთ-ერთი მოგზაურის მონათხრობის გავლენით, ჯერ კიდევ მცირე ასაკში საიდუმლოდ მიატოვა სახლი. ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, თავში შეაფარა ესნათეის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ორიპეზას, იქაურმა მაცხოვრებლებმა პატარა ბავშვს „ღვთისგან ბოძებული იოანე“ შეარქვეს.

 

მოზარდობის ასაკში მიატოვა მეურვეების სახლი და რამდენჯერმე შევიდა ჯარში. მონაწილეობდა ესპანეთ-საფრანგეთის ომში. დიდგვაროვან ალბას საექსპედიციო კორპუსთან ერთად ვენამდე ჩააღწია. გარკვეული პერიოდი მოგზაურ მნედაც კი მუშაობდა.

 

გრანადაში ყოფნის დროს, წმინდა იოანე ავილელის ქადაგებების წყალობით მიიღო ცხოვრებისეული რადიკალური გადაწყვეტილება. აქტიურობის გამო, რომელსაც თავისი ცოდვების მონანიებისა და სულიერი მოქცევის გამო იჩენდა, ჩათვალეს, რომ ავად იყო და ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ხედავდა ავადმყოფების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულებას.

 

როცა ფსიქიატრიულიდან გამოუშვეს, გადაწყვიტა მუდმივად ეზრუნა ავადმყოფებზე, შეექმნა თავისი კერძო საავადმყოფო, რის შედეგადაც,  საფუძველი ჩაუყარა საავადმყოფოების ორგანიზების განსხვავებულ, ახალ ფორმას. იგი ასევე უვლიდა ობლებს, ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, ღარიბებს, მოგზაურებს.

 

დროთა განმავლობაში, იოანეს შემოუერთდნენ თანამოაზრეები და საფუძველი ჩაუყარეს ჰოსპიტალური ძმების კონგრეგაციის შექმნას, სახელწოდებით: “კეთილი  ძმები” (Bonifratri).

 

მონანიებითა და არაჩვეულებრივი აქტიური ცხოვრების წესით გამოფიტული, წმინდა იოანე 1550 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი რელიკვიები დასვენებულია გრანადაში. არის გრანადის მფარველი, ასევე  მნეთა, ავადმყოფთა, მედდებისა და საავადმყოფოების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მფარველი.

 

იკონოგრაფიაში წარმოდგენილია ბერის შესამოსლით, ხელთ უპყრია ბროწეული, რომლიდანაც ჯვარი იზრდება.


 

bottom of page