top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ლუდოვიკო IX-ს მოხსენიება



წმინდა ლუდოვიკო IX, (1214 - 1270), მეფე ლუდოვიკო VIII-სა და ბლანკა კასტილიელის უფლისწული იყო. იგი 12 წლის ასაკში ავიდა სამეფო ტახტზე. გარკვეულ ეტაპამდე სამეფოს მართავდა დედა დედოფალი.


1230 წელს დაქორწინდა პროვანსიისგრადის ქალიშვილ მარგარიტაზე.


ლუდოვიკო გამორჩეული პიროვნება იყო. კარგი ქმარი და ოჯახის დამცველი. გამოცდილი და წინდახედული პოლიტიკოსი. მან საფრანგეთი განავითარა. შეკრიბა პარლამენტი, დააფუძნა ადმინისტრაციები, სასამართლო და მონეტარული სისტემა. აკრძალა პირადი ომები, დუელები და ლანძღვა - გინება.


მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სორბონის დაარსებაში. იყო ხელოვნების დიდი მეცენატი, რაც განსაკუთრებულად გამოიხატება სან-შაპელის ულამაზეს სამლოცველოში, პარიზში. მხარს უჭერდა და აფინანსებდა ბევრ საქველმოქმედო ინსტიტუტს. თავად დადიოდა ავადმყოფების მოსანახულებლად და არაერთხელ უმასპინძლა ღარიბებს თავის სამეფო სუფრაზე. ცხოვრობდა მოკრძალებულად და მისდევდა ასკეტიზმით სავსე რელიგიური ცხოვრების წესს, რის გამოც მას უწოდებდნენ “ბერების მეფეს”.


ლუდოვიკომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჯვაროსნულ ლაშქრობებში. 1248-1254 წლებში მე–7ლაშქრობის დროს კვიპროსის გავლით მიაღწია ეგვიპტეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ის ტყვედ ჩავარდა. გამოსასყიდის გადახდის შემდეგ, ის დარჩა პალესტინაში, სადაც ხელმძღვანელობდა გარიგებებს ჯვაროსანთა სახელმწიფოზე.


1270 წელს მან განაახლა ჯვაროსნული ლაშქრობა. 1270 წლის 25 აგვისტოს, ტუნისის კარიბჭესთან იგი ტიფით გარდაიცვალა. წმინდანად შერაცხა პაპ ბონიფაციუს VIII-მ (1297 წ.).


ის არის მისი სახელის მქონე ქალთა რამდენიმე რელიგიური ორდენის მფარველი; ასევე არის მბეჭდავების, დალაქების, მქარგველების, წიგნის ამწყობთა, ქვის მთლელების, მკერავების, მცხობლების, მომლოცველების, უსინათლოების, მეთევზეებისა და მეცნიერების მფარველი.


იკონოგრაფიაში წმინდა ლუდოვიკო გამოსახულია სამეფო სამოსით და თავზე სამეფო გვირგვინით. მის ატრიბუტებს წარმოადგენს ლურსმანი, ეკლის გვირგვინი. ლურსმანსა და ეკლის გვირგვინზე შროშანი, ხმლის ვადაზე სამი შროშანი, საქორწინო ბეჭედი, მიმინო და დაფნის გვირგვინი.


Catholic.ge

bottom of page