top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა მაქსიმილიან მარია კოლბე – 14 აგვისტო



14 აგვისტოს, მთელს ეკლესიაში აღინიშნება წმინდა მაქსიმილიან კოლბეს, პოლონელი ფრანცისკანელი მღვდლის, მისიონერისა და მოწამეს მოხსენიება.


წმინდანი გარდაიცვალა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, მეორე მსოფლიო ომის დროს. მას იხსენიებენ, როგორც „ქველმოქმედების მოწამეს“, რომელმაც სხვა პატიმრის ნაცვლად, შესწირა თავი.

1982 წლის 10 ოქტომბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ მაქსიმილიან კოლბე წმინდანად შერაცხა.


მაქსიმილიან მარია კოლბე დაიბადა 1894 წელს, პოლონეთში, ქალაქ ლოძთან ახლოს დუჟნისკა ვოლაში.


მისი ნათლობის სახელი იყო რეიმონდი, ფრანცისკელთა ორდენში შესვლის შემდეგ კი, მაქსიმილიანე დაირქვა.


რომში შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, მიიღო დოქტორის ხარისხი, 1918 წელს კი, მღვდლად ეკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში ცხოვრობდა, მსახურებაში იყენებდა თანამედროვე ნივთებს.


უმანკო ქალწული მარიამისადმი მსახურებით განმსჭვალულმა, დააარსა უმანკო ქალწულის მოციქულთა მხედრობა.


1922 წელს დააარსა გამომცემლობა და რედაქცია "უმანკო ქალწულის მხედრები". მოიპოვა ადგილები გროდნოსა და ტერეშინიეში, ვარშავასთან ახლოს, ადგილს ახლა ეწოდება ნიეპოკალანოვე (უმანკოდ ჩასახება).


1930 წელს მაქსიმილიანე იაპონიაში წავიდა, სადაც ასევე დააარსა ახალი ნიეპოკალანოვე და უმანკო ქალწულის მხედრობა.


1936 წელს დაბრუნდა პოლონეთში და მოისურვა დაეარსებინა იგივე საძმო ბელგიასა და ლიეტუვაში. იგი გერმანელებმა ორჯერ დააპატიმრეს.


ერთხელ, ოკუპაციის დასაწყისში და მეორედ 1941 წელს ვარშავასთან ახლოს, მოგვიანებით კი გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ციხეში იყო მაგალითი მოთმინებისა. მაქსიმილიანემ სხვა პატიმრის ნაცვლად, საკუთარი ნებით მიიღო სიკვდილი. მის ორგანიზმში შეუშვეს მომწამლავი ნივთიერება ფენოლიუმი.

1971 წელს მაქსიმილიან მარია კოლბე პაპმა პავლე VI-მ ნეტარად შერაცხა, ხოლო მოგვიანებით, წმინდა იოანე პავლე II-მ წმინდანად.


იკონოგრაფიაში წმინდანი გამოსახულია ფრანცისკელთა ორდენის შესამოსელით, ან პატიმრის ფორმაში, ნომრით 16670.


catholic.ge

bottom of page