top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა საყდრის სადესპანნოს მილოცვა პატრიარქ შიო III-ს

  • 2 hours ago
  • 2 min read

წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო) საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და სულიერ წინამძღოლობას ულოცავს.



ნუნციუსმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, მთავარეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა ახლადარჩეულ პატრიარქს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა.


წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ეს მოვლენა ემთხვევა საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს 1700 წლის იუბილეს, რომლის ტრადიციული ღირებულებები კვლავაც შთააგონებს ახალ თაობებს.


მთავარეპისკოპოსი ითხოვს უფლის კურთხევას, რათა სულიწმიდამ მიანიჭოს პატრიარქს სიბრძნე და ძალა მეგობრობისა და ძმური დიალოგის გასაღრმავებლად ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ეკლესიებთან, რათა ქართულმა საზოგადოებამ იყვავილოს და იყოს სახარების მოწმე.


თბილისი, 11 მაისი 2026
წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში
APOSTOLIC NUNCIATURE IN GEORGIA

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს (ვატიკანის საელჩოს) სახელით, დიდი სიხარულით და გულწრფელად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საქართველოში ახალ სულიერ წინამძღოლობას.

ეს უმნიშვნელოვანესი ახალი მსახურება, რომელიც თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას მიენდო, ემთხვევა იმ დროს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხი ქრისტიანული სახელმწიფოს 1700 წლისთავს ზეიმობს — იმ ტრადიციული ღირებულებებით, რომლებიც კვლავაც შთაგონების წყაროა საქართველოში ახალი თაობებისთვის.

ვევედრები ყოვლისშემძლე ღმერთს, აკურთხოს თქვენი ახალი მსახურება, რათა თქვენმა წინამძღოლობამ, წმიდა სინოდის წევრებთან ერთობაში, სულიერი ნაყოფი გამოიღოს მომავალი თაობებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თანამედროვე კულტურის მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

დაე, სულიწმიდამ მიანიჭოს თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას სიბრძნე და ძალა ყველა ინსტიტუციასთან, მათ შორის საქართველოში არსებულ ჩვენს ეკლესიებთან, გულთბილი მეგობრობისა და ძმური დიალოგის დასამყარებლად, რათა ქართულმა საზოგადოებამ იდღეგრძელოს და სახარებისეული მოწმობა გასწიოს.

თქვენს წმიდა მსახურებაზე წმიდა გიორგის, წმიდა ნინოსა და ყველა ქართველი წმინდანის მფარველობასა და მეოხებას ვითხოვ და თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო სურვილებსა და ლოცვებს გიდასტურებთ.

აღმდგარ უფალში თქვენი,
+ არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 11 მაისს გაიმართა. გაფართოებულ სხოდმაზე, 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

Comments


bottom of page