top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხელოვნება უკეთესი სამყაროსთვის – ვატიკანში კულტურული სამიტი ჩატარდება

31 აგვისტოს, პაპის მეცნიერებათა აკადემია (პიუს IV- ის სასახლეში) უმასპინძლებს არგენტინის Cultural Vitae Foundation-ის პირველ სამიტს, მთელი მსოფლიოს მხატვრების მონაწილეობით.



წმინდა საყდრის ინფორმაციით, ვატიკანში ღონისძიების მიზანი იქნება, უკეთესი მსოფლიოს ასაშენებლად, გლობალურ დონეზე კულტურული ინიციატივების განვითარების სტრატეგიებისა და შემოქმედებითი წინადადებების განხილვა. იგი წაახალისებს ერთიანობას და იმედს.ასევე იქნება შეხვედრებიადამიანთა შორის, მათი განსხვავებულობის მიუხედავად. შეხვედრაში ცნობილი მსახიობები, მხატვრები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, ერთ-ერთ კონფერენციას პაპი ფრანცისკე დაესწრება.


Vitae Foundation - არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მხატვრებს, ხელმძღვანელებსა და მსოფლიო ლიდერებს. ფონდის მისიაა გადმოსცეს უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანების გულებსა და სულებზე ხელოვნების, მედიისა და გართობის საშუალებით.


ბოლო წლებში, მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ორგანიზაციის, ხელოვნების წარმომადგენლებისა და მსოფლიო ლიდერების (როგორიცაა, პაპი ფრანცისკე და ესპანეთის დედოფალი სოფია) მხარდაჭერით, Vitae Foundation-მა მოაწყო მრავალფეროვანი კულტურული პროექტები და ინიციატივები, რომლებმაც სასარგებლო გავლენა მოახდინა ასობით ადამიანზე.


„მთელს მსოფლიოში, ათასობით ადამიანი ქმნის დაახლოების მრავალ წერტილს, იღებს განსხვავებებს და ამით ებრძვის პოლარიზაციასა და სიძულვილს, რომლებიც ემუქრება თანამედროვე საზოგადოებას“, - ნათქვამია არგენტინული ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.


ბოლო წლებში, Vitae Foundation-ის ლიდერები, მათ შორის მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლუის კვინელი, რამდენჯერმე შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს წმინდა მართას სახლში პირად აუდიენციაზე. მათ უამბეს რომის ეპისკოპოსს თავიანთი საქმიანობის შესახებ და შესთავაზეს, რომ ვატიკანი ყოფილიყო მათი პირველი სამიტის ადგილი 2022 წელს, შემდეგი სამიტები ლონდონში, მეხიკოსადა ლოს ანჯელესში გაიმართება.


წყარო: www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

bottom of page